სადისტურად მოკლული ახალგაზრდა – გევორქ სარქისიანს15-მა თავდამსხმელმა 22 ჭრილობა მიაყენა

სადისტურად მოკლული 22 წლის ახალგაზრდა – გევორქ სარქისიანი 15-მა თავდამსხმელმა საკუთარ სახლთან გამვლელების თვალწინ აჩეხა. დანით მიყენებული 22 ჭრილობით ახალგაზრდა მამაკაცი კლინიკაში მიყვანამდე გარდაიცვალა.

სათვალთვალო კამერების ჩანაწერებში, რომელიც კურიერმა მოიპოვა, ჩანს, როგორ მივიდნენ თავდამსხმელები 2 ავტომობილით სარქისიანის სახლთან. 22 წლის მამაკაცს ცივი იარაღით შეირაღებულმა პირებმა, სავარაუდოდ, ჩასაფრება მოუწყვეს.

ოჯახს ეჭვი აქვს, რომ თავდამსხმელთა ჯგუფი გევორქ სარქისიანს უთვალთვალებდა.

ოჯახმა არ იცის, რა გახდა 22 წლის ახალგაზრდას მკვლელობის მიზეზი. ისინი არ გამორიცხავენ, რომ სასტიკი მკვლელობა რამდენიმე თვის წინ მომხდარ კონფლიქტს უკავშირდებოდეს. სარქისიანებმა მხოლოდ ის იციან, რომ კონფლიქტში უბნის ახალგაზრდები მონაწილეობდნენ.

22 წლის ახალგაზრდის მკვლელობას ბევრი თვითმხილველი ჰყავს. მეზობლები ყვებიან, რომ დაჭრილი შველას ითხოვდა.

ის სასწრაფო დახმარების ბრიგადამ საავადმყოფოში გადაიყვანა, თუმცა, გევორქ სარქისიანი კლინიკაში მიყვანამდე გარდაიცვალა.

მეზობლებმა ისიც დაინახეს, როგორ დატოვეს შემთხვევის ადგილი თავდამსხმელებმა, თუმცა, მათი ამოცნობა არ შეუძლიათ.

მკვლელობის ოფიციალურ მოტივზე შინაგან საქმეთა სამინისტრო არ ლაპარაკობს. მიუხედავად იმისა, რომ არსებობს კამერების ჩანაწერები, სამართალდამცველები არ ამბობენ, არიან თუ არა იდენტიფიცირებულები თავდამსხმელები.

22 წლის ახალგაზრდას ცხედარი ამ დრომდე ექსპერტიზის ბიუროშია. მას საცხოვრებელ სახლში ექსპერტიზის ჩატარების შემდეგ გადაასვენებენ.

ავტორი: მარიამ გაფრინდაშვილი
rustavi2.ge

comments

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Seo wordpress plugin by www.seowizard.org.