სად არის თქვენს მიერ დაანონსებული გაზრდილი ინვესტიციები ბატონო გიორგი?

„2017 წლიდან ლარი ისე გამყარდება, რომ ეროვნულ ბანკს მიჯნის დადება მოუწევს“, — ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატმა, გიორგი გაჩეჩილაძემ 2016 წლის ნოემბერში მთავრობის ახალი შემადგენლობის პარლამენტში მოსმენისას განაცხადა . ამასთან, გიორგი გაჩეჩილაძემ მთავრობის ახალ შემადგენლობას კითხვაც დაუსვა, თუ როგორ შეძლებენ მომავალში გამყარებულ ლარზე ზღვარის დაწესებას. მაშინ „მწვანეთა პარტიის” ლიდერმა, გიორგი გაჩეჩილაძე ისიც განაცხადა, რომ მომავალ წელს საქართველოში ენერგეტიკის სფეროში განხორციელებული ინვესტიციების შედეგად ქვეყანაში დოლარის დიდი მასა შემოვა.

“არსებული შეთანხმებების ფარგლებში, მომავალი წლიდან საქართველოში იგეგმება უმსხვილესი გეოპოლიტიკური პროექტების განხორციელების დაწყება. ენერგეტიკის სფეროში 3-მილიარდიანი ინვესტიციების შემოტანა; სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის განვითარების ფარგლებში 3,5-მილიარდიანი ინვესტიცია; ბაქო-თბილის-ყარსის რკინიგზა დასრულებულია, აბრეშუმის გზის გახსნის პერსპექტივა გაიხსნა და არის მონაცემები, რომ მომავალი წლიდან 150-მა ეშელონმა უნდა გაიაროს აბრეშუმის გზის საშუალებით. იწყება გაზსაცავის მშენებლობა, რომლის ღირებულება 200-300 მილიონი დოლარის ფარგლებში იქნება; იწყება ანაკლიის პორტის მშენებლობა, წინასწარი სამუშაოები ნახევარი მილიარდი დოლარის ღირებულებისაა. ამაზე მცირე პროექტებიც არსებობს.”

“ასეთი მასა დოლარისა, ინვესტიციისა, რომლის შემოსვლა საქართველოში მომავალი წლიდან დაიწყება, რა თქმა უნდა, ეს იმოქმედებს ლარის კურსის ძალიან სწრაფი გამყარების მიმართულებით. მე მაინტერესებს, არის თუ არა განსაზღვრული მთავრობაში ის მიჯნა, ის კრიტერიუმი ან საზღვარი, რომლის ქვევით უკვე აღარ გამყარდება ლარი და ჩაერევა ეროვნული ბანკი ამ პროცესებში,” – აცხადებდა მაშინ გიორგი გაჩეჩილაძე.

ერთი წლის თავზე არსებული მდგომარეობა კი შემდეგია – ინვესტიციები შემცირდა, ლარის კურსი კი საგრძნობლად გაუარესდა. ამიტომ, უმრავლესობის წევრს ვეკითხებით — სად არის ბატონო გიორგი თქვენს მიერ დაანონსებული ინვესტიციების ზრდა და გამყარებული ლარი?

წყარო: commersant.ge

comments

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Seo wordpress plugin by www.seowizard.org.