სად მუშაობდნენ აშშ-ს პრეზიდენტები?

აშშ პრეზიდენტი  ყველაზე პრესტიული პოსტია მსოფლიო პოლიტიკაში.თუმცა,  პრეზიდენტებსაც  მოუწიათ დიდი და რთული გზის გავლა. ზოგიერთმა  ისეთი დაბალი ნიშნულიდან დაიწყო,  რომ ვერც კი წარმოიდგენდა თუ როდისმე დაიკავებდა   კაბინეტს თეთრ სახლში.

1.ჯორჯ ვაშინგტონი  – აშშ-ს პირველი პრეზიდენტი

1748 წელს ვაშინგტონი მონაწილეობდა ლორდ ფერფაქსის ექსპედიციაში  და   მიწის ნაკვეთებს ამერიკის სხვადასხვა რეგიონებში ანაწილებდა.

1749 წელს ის   ერთ-ერთი საგრაფოს მიწის მზომელად დაინიშნა. 1752 წელს მან  გარდაცვლილი ძმისგან მემკვიდრეობით მამული მაუმტ-ვერნონი მიიღო,  მდინარე პოტომაკის სანაპიროზე. იმავე წელს აშშ-ს მომავალმა პრეზიდენტმა  ადგილობრივ მოხალისეთა დაჯგუფების მაიორის ჩინი მიიღო.

2. ჯონ ადამსი – დამოუკიდებლობისთვის ომის აქტიური მონაწილე,  აშშ-ს პირველი ვიცე-პრეზიდენტი  და ქვეყნის მეორე პრეზიდენტი  (1797-1801).

 დაამთავრა ჰარვარდის უნივერსიტეტი 1755 წელს, 1758 წლიდან  ადვოკატად მუშაობდა. ის   ბოსტონის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული და გავლენიანი ადვოკატი გახდა.

3.ტომას ჯეფერსონი – დამოუკიდებლობისთვის ომის აქტიური მონაწილე,  აშშ-ს დამოუკიდებლობის დეკლარაციის (1776)  ერთ-ერთი თანაავტორი, ამერიკული სახელმწიფოს ერთ-ერთი დამაარსებელი.

 1762 წელს ტომას ჯეფერსონმა დაამთავრა კოლეჯი  და  ადვოკატის კარიერა 1767 დაიწყო. პარალელურად, 1769 წელს ის აირჩიეს ვირჯინიის შტატის სენატში, რის შემდეგაც  მისი თავბრუდამხვევი პოლიტიკური კარიერა დაიწყო.

4. ენდრიუ ჯექსონი, აშშ-ს მე-7 პრეზიდენტი, (1829—1837). დემოკრატიული პარტიის ერთ-ერთი დამაარსებელი.

1784 წელს ჯექსონმა დაამთავრა იურიდიული კოლეჯი  და დაიწყო მუშაობა ერთ-ერთ საადვოკატო კომპანიაში, სადაც   წვრილმან დავალებებს ასრულებდა.   1787 წელს შესაბამისი გამოცდის ჩაბარების შემდეგ აშშ-ს მომავალი პრეზიდენტი   ერთ-ერთი ქვედა ინსტანციის სასამართლოს ადვოკატი გახდა

5.აბრაამ ლინკოლნი – აშშ-ს მე -16 პრეზიდენტი, სამოქალაქო ომის ცენტრალური ფიგურა, მონობის წინაამღდეგ მებრძოლი, პირველი აშშ-ს პრეზდიენტი რომელიც მოკლეს თავდასხმის შედეგად.

ნორჩი  ლინკოლნი მონაწილეობდა ხვნა-თესვის სამუშაოებში, ახალგაზრდობაში კი   ფოსტის თანაშრომელი იყო, საქმიანობდა ხე-ტყის დამზადების კომპანიაში, იყო მიწის მზომელი. ლინკოლნს განსაკუთრებით კარგად  შეშის ჭრა გამოსდიოდა.

მოგვიანებით მან იშოვა მუდმივი სამუშაო მდინარე მისისიპის ერთ-ერთ სანაოსნოში. სწორედ იმ დროს მომავალმა  პრეზიდენტმა   ნიუ-ორლეანის მონათა ბაზარი ნახა, რის შემდეგაც მთელი სიცოცხლის მანძილზე  ებრძოდა მონობას და საბოლოო ჯამში დაამარცხა ის.

6. ენდრიუ ჯონსონი – აშშ-ს მე-17 პრეზიდენტი (1865-1869)

მომავალი პრეზიდენტის მამა  ღარიბი ფერმერი იყო, თუმცა, ის სარგებლობდა მაღალი ავტორიტეტით მშობლიურ ქალაქ როლიში, რის გამოც  ადგილობრივი პოლიციის უფროსად აირჩიეს.ის მალევე გარდაიცვალა, რის შემდეგაც ოჯახს არჩენდა დედა, რომელიც მუშაობდა მრეცხავად. მან მიაბარა შვილი მოსწავლედ ადგილობრივ მკერავთან,  სადაც მომავალმა პრეზიდენტმა ისწავლა არა მხოლოდ კერვა, არამედ წერა-კითხვაც.

მოგვიანებით, პრეზიდენტის რანგშიც  ენდრიუ ჯონსონი  თავად იკერავდა თავის ტანსაცმელს.

7.ჯეიმს გარფილდი, აშშ-ს მე-20 პრეზიდენტი 1881 წლის მარტი-სექტემბერი.

 თავდასხმის შედეგად მძიმედ დაიჭრა პრეზიდენტობის მე-3 თვეს, მკურნალობიდან 2 თვის შემდეგ გარდაიცვალა. მან გაიარა დიდი და მრავალფეროვანი გზა პრეზიდენტის სავარძლამდე –  იყო მეზღვაური, მასწავლებელი, ადვოკატი, შემდეგ კი შტატ ოჰაიოს სენატორი.

მან ასევე საკუთარი ძალებით შეისწავლა ძველი ბერძნული და ლათინური ენები.

8.ფრანკლინ რუზველტი, აშშ-ს 32-ე პრეზიდენტი, მე-20 საუკუნის პოლიტიკის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ფიგურა, ხელმძღვანელობდა ქვეყანას დიდი დეპრესიის და მე-2 მსოფლიო ომის დროს.

14 წლამდე რუზველტი განათლებას  სახლში იღებდა, 1896-1899 წლებში სწავლობდა შტატ მასაჩუსეტსში, აშშ-ს ერთ-ერთ საუკეთესო სკოლა გროტონში.

1900-1904 წლებში  მან განაგრძო განათლების მიღება ჰარვადრის უნივერსიტეტში,  სადაც მიიღო ბაკალავრის წოდება. 1905-1907 წლებში სწავლობდა კოლუმბიის უნივერსიტეტის იურიდიულ სკოლაში, შემდეგ მუშაობდა ნიუ-იორკში, უოლ-სტრიტის ერთ-ერთ იურიდიულ კომპანიაში.

9. ლინდონ ჯონსოი, 36-ე პრეზინენტი (1963-1969)

დაამთავრა პედაგოგიური კოლეჯი შტატ ტეხასში. პოლიტიკური კარიერის დაწყებამდე ასწავლიდა რიტორიკას და პოლემიკას ჰიუსტონის ერთ-ერთ სკოლაში.

10. რიჩარდ ნიქსონი, აშშ-ს 37-ე პრეზდიენტი (1969-1974)

პირველი და ამ დროისათვის აშშ-ს ერთადერთი პრეზიდენტი რომელიც გადადგა ვადამდე. 1922 წელს ნიქსონების ოჯახმა გაყიდა ფერმა და გადაბარგდა ქალაქ უიტირეში (კალიფორნია), სადაც ოჯახის უფროსმა გახსნა მაღაზია და ავტოგასამართი სადგური, სადაც მუშაობდა პატარა რიჩარდი.

1937 წელს მომავალმა პრეზიდენტმა დაამთავრა იურიდიული სკოლა და 1937 წელს დაიწყო ადვოკატის კარიერა კალიფორნიის ერთ-ერთ პატარა ქალაქში. მისი ძირითადი საქმიანობა  ბიზნეს-დავებს განხილვა იყო.

10. ჯერალდ ფორდი – აშშ-ს 38-ე პრეზიდენტი (1974 – 1977)

თვითონ ფორდი სიამოვნებით იხსენებს, რომ დიდი ხნის მანძილზე მუშაობდა ზედამხედველად, იელოუსტოუნის ეროვნულ პარკში. მისი თქმით, ეს იყო მის ცხოვრებაში ყველაზე დაუვიწყარი გამოცდილება.

11. რონალდ რეიგანი, აშშ-ს მე-40 პრეზიდენტი, (1981-1989). ცნობილია ასევე როგორც მსახიობი და რადიოწამყვანი.

მომავალი პრეზიდენტის პირველი სამუშაო ადგილი იყო მაშველი მდინარე როკ-რივერზე, სადაც 7 წლის მანძილზე   77 ადამიანი გადაარჩინა. ამ ფაქტს  რეიგანი   ყოველთვის დიდი სიამაყით ისხენებდა.   მან  კარიერა  როგორც რადიოწამყვანმა ისე დაიწყო. 1932 წელს   ცხოვრობდა შტატ აიოვაში, სადაც  პატარ-პატარა რადიოსადგურებში მუშაობდა. აიოვას შტატის უნივერსიტეტმა   საფეხბურთო მატჩების კომენტატორობისთვის დაიქირა. თითო მატჩის გაშუქებაში რეიგანი   10 დოლარს იღებდა.

12. ბილ კლინტონი, აშშ-ს 42-ე პრეზიდენტი (1993-2001). გაპრეზიდენტობამდე 5-ჯერ იყო შტატ არკანზასის გუბრენატორი.

სკოლაში კლინტონი იყო ერთ-ერთი საუკეთეს მოსწავლე, უკრავდა ჯაზ-ბენდში საქსაფონზე.
იმის მიუხედავათ, რომ ბილის ოჯახი მიეკუთვნებოდა საშუალო კლასს, მის მშობლებს არ ქონდათ საკმარისი ფული პრესტიჟულ უნივერსიტეტში სწავლის დაფინანსებისთვის. თანაც მისი მამინაცვალი იყო ლოთი, შესაბამისად, ახალგაზრდა ბილი იძულებული იყო თავად ეზრუნა საკუთარ თავზე.

ის იღებდა მაღალ სტიპენდიას, მუშაობდა სასურსათო მაღაზიაში გამყიდველად, ვაჭრობდა კომიქსებით.
13. ჯორჯ ბუში,  აშშ- 43-ე პრეზიდენტი (2001-2009)

1973-1975 წლებში სწავლობდა ჰარვარდის ბიზნეს-სკოლაში, სადაც მიიღო ბიზნეს-ადმინისტრირების მაგისტრის ხარისხი  (MBA).

შემდეგ ის დაბრუნდა მშობლიურ ქალაქ მიდლენდში (შტატი ტექასი), სადაც მუშაობდა სანავთობო კომპანიაში. მონაწილეობდა მამამისის საარჩევნო კამპანიაში, იყო მისი მრჩეველი.

14. ბარაკ ობამა – აშშ-ს 44-ე პრეზიდენტი, ამერიკის ისტორიაში პირველი შავკანიანი პრეზიდენტი

ბევრ სხვა პრეზიდენტთან შედარებით ობამას ჰქონდა უდარდელი ბავშვობა, რადგანაც ის იზრდებობა მდიდარ არისტოკრატულ ოჯახში.

თუმცა, მცირე სამუშაო გამოცდილებას მასაც გააჩნია – სკოლაში სწავლის პერიოდში ზაფხულობით ის ყიდდა ნაყინს.

წყარო: commersant.ge

comments

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Seo wordpress plugin by www.seowizard.org.