“საერთოდ გვჭირდება თუ არა ე.წ. ყვითელი მარშრუტკები…” – მერია კვლევას ატარებს

თბილისის მერის აცხადებს, რომ ყვითელი ავტობუსები და მიკროავტობუსები კრიტიკულ მდგომარეობაშია. განცხადება კახა კალაძემ კონფერენციაზე- „ავტოსატრანსპორტო საშუალებების გზისთვის ვარგისობის პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების შეფასების თაობაზე კონსენსუსის მშენებლობა“ გააკეთა.

„ყვითელ ავტობუსებს ყველანაირი რესურსი ამოწურული აქვთ, თუმცა მიდის მათი განახლება. დღეს რომ შევზღუდოთ და არ გამოვიყვანოთ, ხალხს ხომ სჭირდება გადაადგილება. რაც შეეხება მიკროავტობუსებს, ყველაზე მეტი მგზავრი გადაჰყავთ მათ დღეს. აქაც არის მძიმე მდგომარეობა. მათი 90% არის ძალიან ცუდ მდგომარეობაში. მგონია, რომ რესურსი ამოწურული აქვთ. დღეს რომ მათ ლიცენზია ჩამოვართვათ, მგზავრებს ხომ სჭირდებათ გადაადგილება, სერიოზულ პრობლემას წარმოქმნის. დღემდე დედაქალაქს არ ჰქონია სატრანსპორტო მასტერპლანი. ჩვენ მივიღეთ გრანტი ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკისგან და დავიწყეთ კვლევა რომელსაც ატარებს კომპანია „სისტრა“. ჩვენ გვექნება ძალიან მალე სრული სურათი, თუ როგორი უნდა იყოს საზოგადოებრივი ტრანსპორტი, როგორო უნდა იყოს ხაზები, რა მიმართულებით. საერთოდ გვჭირდება თუ არა ე.წ. ყვითელი მარშრუტკები და ასე შემდეგ. როდესაც ეს კვლევა გვქნება, მერე ძალიან მარტივია გადაწყვეტილებების მიღება“, – განაცხადა კახა კალაძემ.

pirveliradio.ge

კომენტარები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Seo wordpress plugin by www.seowizard.org.