საიდან წარმოიშვა კონტინენტების სახელები?

ავტორი: გურიის მოამბე

საიდან წარმოიშვა კონტინენტების სახელები?

ევროპა – ფინიკიური წარმოშობისაა. ძველ წელთაღრიცხვამდე 2 000 წლის წინათ ფინიკიელები დასავლეთ მხარეს უწოდებდნენ “ერებს”, ბერძნებმა კი “ევროპად” გადააქციეს.
აზია – “ასსი” ფინიკიურად ნიშნავს აღმოსავლეთს, სინათლეს. ზოგიერთი მეცნიერის აზრით, “ევროპა” და “აზია” ამ ქვეყნების მაშინდელ კულტურულ დონესაც გამოხატავდა: ევროპა – სიბნელე, აზია – სინათლე.
აფრიკა – ფინიკიელებს კოლონიები ჰქონდათ აფრიკის კონტინენტზე, ჩრდილოეთ სანაპიროზე, სადაც მომთაბარე ხალხი – “აფრიცები” ცხოვრობდნენ. რომაელებმა ეს სახელწოდება აფრიკად გადააკეთეს.
ავსტრალია – აღმოაჩინეს ჰოლანდიელებმა და დაარქვეს ახალი ჰოლანდია, ლათუინურად – “აუსტრალი”.
ანტარქტიდა – სამხრეთი პოლუსის ირგვლივაა, ნიშნავს “არქტიკის მოპირდაპირედ მდებარეს”. არქტიკა – ჩრდილოეთ პოლუსთან მდებარე მხარეა.
ამერიკა – დაერქვა 1506 წლიდან ამერიგო ვესპუჩის პატივსაცემად. სინამდვილეში ის 1492 წელს აღმოაჩინა იტალიელმა ქრისტეფორე კოლუმბმა, მაგრამ მას ეგონა, რომ ინდოეთი იყო.

კომენტარები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Seo wordpress plugin by www.seowizard.org.