საიდუმლო დოკუმენტები – „ქართული ოცნება” და მისი ლობისტები ოპოზიციის წინააღმდეგ მასშტაბურ შავ პიარს გეგმავდნენ

„ქართული ოცნება” ლობისტებთან ერთად ოპოზიციის წინააღმდეგ შავ პიარს გეგმავდა. ინფორმაციას და მეილ მიმოწერას “რუსთავი2” ავრცელებს. სამაუწყებლო კომპანიის ინფორმაციით, მასშტაბური მიმოწერა 600 დოკუმენტისგან შედგება და“რუსთავი2“ ეტაპობრივად შიფრავს. ერთ-ერთი ეპიზოდი ოპოზციის წინააღმდეგ საერთაშორისო მასშტაბის შავი პიარკამპანიის დაგეგმვას უკავშირდება. ირკვევა, რომ მმართველი გუნდი და მისი ლობისტები 2016 წელს შავ კამპანიას გიგი წერეთლის წინააღმდეგ გეგმავდნენ, რომელიც ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტად იყრიდა კენჭს.

„ქართული ოცნება“ და მისი ლობისტები შეშფოთებულები იყვნენ იმის გამო, რომ გავლენიანი საერთაშორისო ორგანიზაციის პრეზიდენტი შესაძლოა, ოპოზიციონერი პოლიტიკოსი გამხდარიყო. მათი მიზანი კი იყო ის, რომ ეს ფაქტი არ დაეშვათ. განსაკუთრებით, 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ, რომელზე მთავარი დამკვირვებელი ტრადიციულად ეუთო უნდა ყოფილიყო.

„ქართული ოცნების“ წევრებისა და მათი ლობისტების მიმოწერაში ნათქვამია, რომ თუ გიგი წერეთელი გაიმარჯვებს და ის ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი გახდება მისი პოზიცია ხელისუფლების წინააღმდეგ იქნება გამოყენებული.

მიმოწერაში ნათქვამია, რომ ამ შემთხვევაში ოპოზიცია შესაძლოა თავს დასხმოდა „ქართულ ოცნებას“, ბიძინა ივანიშვილს და კითხვის ნიშნის ქვეშ დაეყენებინა არჩევნების ლეგიტიმურობა.

ლობისტები ასევე ხაზს უსვამენ, რომ თუ გიგი წერეთელი გახდება პრეზიდენტი ის გააკონტროლებს არჩევნებზე სადამკვირვებლო პროცესს.

მეილში ფიგურირებს ამჟამინდელი ინფრასტრუქტურის მინისტრი, ვიცე-პრემიერი მაია ცქიტიშვილი და ოლივერ სპენსერი, რომელიც იყო ეუთოს ყოფილი გენერალური მდივანი, სწორედ ისინი არიან ამ შინაარსის წერილების ადრესატები.

კომენტარები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Seo wordpress plugin by www.seowizard.org.