„სალომე ზურაბიშვილი დათანხმდა აზერბაიჯანული მხარისთვის დავით გარეჯის ტერიტორიის გადაცემას“

სალომე ზურაბიშვილის ბაქოშივიზიტს „თავისუფალი საქართველოს“ თავმჯდომარის  მოადგილე თენგიზ ომანიძე ასე გამოეხმაურა:

„გავრცელდა ინფორმაცია, რომ სალომე ზურაბიშვილმა პრეზიდენტალიევთან შეხვედრის დროს ბაქოში, განაცხადა თანხმობა საზღვრისდემილიტაციაზე. ეს ნიშნავს, რომ სალომე ზურაბიშვილი დათანხმდა აზერბაიჯანული მხარისთვის დავითგარეჯის ტერიტორიის გადაცემას, რადგან ამ დრომდე, საზღვრის დემილიტაციის პროცესის ერთადერთიშემაფერხებელი იყოს სწორედ ის, რომ აზერბაიჯანული მხარე აცხადებდა ტერიტორიულ პრეტენზიებსუდაბნოს სრულ ტერიტორიაზე. ხოლო სალომე ზურაბიშვილის დღევანდელი განცხადება ნიშნავს, რომქართული მხარე დათანხმდა აზერბაიჯანული მხარის პირობებს. „თავისუფალი საქართველო“ თვლის, რომეს არის ქვეყნის ღალატი, არ შეიძლება ასეთი გადაწყვეტილებები მიღებული იყოს კულუარული პროცესებისშემდეგ და რა თქმა უნდა ჩვენ არ გვაქვს იმის ილუზია, რომ სალომე ზურაბიშვილი არის ამგადაწყვეტილების მიმრები პირი. ადამიანი, რომელიც მიმდინარე პოლიტიკურ საკითხებზე ვერ ბედავსპოზიციის გამოხატვას, ბუნებრივია ვერ იქნება ასეთი სახელმწიფოებრივად მნიშვნელოვანი საკითხისერთპიროვნულად გადამწვეყი პირი. როგორც ჩანს, ეს გადაწყვეტილებები მიღებული არის გარკვეულიკულუარული პროცესების შედეგად და ახლა მთავრობა გეგმავს, რომ სალომე ზურაბიშვილის ხელითგააკეთოს და მისი პასუხისმგებლობის საგნად აქციოს, ქვეყნისთვის საზიანო გადაწყვეტილება“, – განაცხადათენგიზ ომანიძემ.

ფაქტები.ჯი

კომენტარები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Seo wordpress plugin by www.seowizard.org.