სალომე ზურაბიშვილი – “საქართველოში ივანიშვილი დღეს მეცენატობას ეწევა, მაგრამ ფულს არ აკეთებს”-რისთვის იყო ივანიშვილის მიერ დანიშნული სალომე ზურაბიშვილი პრეზიდენტად?

ივანიშვილმა მოახერხა ხელისუფლებაში მოსულიყო და გაეერთიანებინა ოპოზიცია, რომლის რაოდენობაც იზრდებოდა. მან ეს ნამდვილად იმიტომ მოახერხა, რომ ფული ჰქონდა, – ამბობს საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი “Le Figaro”-სთან ინტერვიუში, რომლის ქართულ ენაზე თარგმანი პრეზიდენტის ვებვერდზე განთავსდა.   

მისი თქმით, ივანიშვილი პოლიტიკურად მნიშვნელოვანია. „ის დღესაც არის უმრავლესობის პარტიის სათავეში და შესაბამისად, გავლენაც აქვს”.

“წარსულში მე თვითონაც მოვიხსენიე ბიძინა ივანიშვილი ოლიგარქად. ის რუსეთში გამდიდრდა, ისევე, როგორც მიხეილ სააკაშვილის გარემომომცველ პირთა გარკვეული ნაწილი. საქართველოში ის დღეს ფილანტროპიულ საქმიანობასა და მეცენატობას ეწევა, მაგრამ ფულს არ აკეთებს, იმიტომ, რომ საქართველოში არ არის ისეთი გარემოებები, რომ მილიარდერი ან მილიონერი გახდე.

რამდენად მნიშვნელოვანია ეს ადამიანი პოლიტიკურად? დიახ, ის მნიშვნელოვანია. ივანიშვილმა მოახერხა ხელისუფლებაში მოსულიყო (რედაქციის შენიშვნა: ივანიშვილი საქართველოს პრემიერ მინისტრი იყო 2012-დან 2013 წლამდე) და გაეერთიანებინა ოპოზიცია, რომლის რაოდენობაც იზრდებოდა. მან ეს ნამდვილად იმიტომ მოახერხა, რომ ფული ჰქონდა. ის დღესაც არის უმრავლესობის პარტიის სათავეში და შესაბამისად, გავლენაც აქვს”, – თქვა ზურაბიშვილმა.

ghn.ge

კომენტარები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Seo wordpress plugin by www.seowizard.org.