სამაგიდო სიები, რომელიც უნდა იყოს დალუქული, სუს-ში წაიღეს – ვაშაძე

გრიგოლ ვაშაძის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელის ინფორმაციით, ხელისუფლება საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის გაყალბებისთვის ემზადება. გიორგი ვაშაძემ მტკიცებულებებიც წარადგინა. მისი თქმით, „ქართულმა ოცნებამ“ სამაგიდო სიები სუს-ში მიიტანა, რათა იმ ადამიანების ვინაობა დაადგინოს, ვინც საპრეზიდენტო არჩევნების პირველ ტურში მონაწილეობა არ მიიღო. ვაშაძის განცხადებით, ამით მმართველი პარტია შეეცდება, რომ არჩევნების მეორე ტურის დღეს მათი ხმებით მანიპულაცია მოახდინოს.

„ჩვენ მიერ გამოვლენილა კიდევე ერთი დანაშაულებრივი ქმედება დამარცხებული „ქართული ოცნების“ მხრიდან, რომელსაც არჩევნების გაყალბების მიზნით ახორციელებს. ამ შემთხვევაში სამაგიდო სიები, რომელიც უნდა იყოს დალუქული, მოთავსებულია შემდგომ უნდა განადგურდეს, რადგან პერსონალურ მონაცემებს შეიცავს, ყველა საოლქო საარჩევნო კომისიიდან ამოიღეს, ჩვენი ინფორმაციით სუს-ში წაიღეს მაქინაციების ჩასატარებლად. ჩვენ გვაქვს დამადასტურებელი ვიდეო, აუდიო, ფოტომასალა იმასთან დაკავშირებით, რომ გახსნილია სამაგიდო სიები, მაგალითად კრწანისის საარჩევნო ოლქში. ჩვენ აღვკვეთთ არჩევნების გაყალბების ყველა შესაძლო მექანიზმს, რაც „ქართულ ოცნებას“ აქვს,“- განაცხადა ვაშაძემ.

სამაგიდო სიები, რომელიც უნდა იყოს დალუქული, სუს-ში წაიღეს – ვაშაძე

pirveliradio.ge

comments

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Seo wordpress plugin by www.seowizard.org.