„სამართლებრივი სტატუსით, მაკო გომური არ არის დაზარალებული“ – შალვა თადუმაძე

„სამართლებრივი სტატუსით, მაკო გომური არ არის დაზარალებული. თუ პოლიტიკური სტატუსი გაინტერესებთ, მე პოლიტიკურ სტატუსებს არ ვადგენ” – აღნიშნული განცხადება პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატმა და მოქმედმა გენერალურმა პროკურორმა, შალვა თადუმაძემ გააკეთა.

ეგახსენებთ, რომ მთავარმა საგამოძიებო უწყებამ ე.წ. გავრილოვის ღამეს განვითარებულ მოვლენებთან  დაკავშირებით, დაზარალებულად 67 სამართალდამცველი და აქციის მხოლოდ 4 მონაწილე სცნო. დაზარალებულთა შორის ვერ მოხვდა მაკო გომური, რომელმაც 20 ივნისის ღამეს თვალი დაკარგა.

კომენტარები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Seo wordpress plugin by www.seowizard.org.