სამინისტრო: მეტროში დაშავებულების მკურნალობის ხარჯები ჯანდაცვამ სრულად დაფარა

შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს განცხადებით, ვარკეთილის მეტროში ჭერის ჩამონგრევის შედეგად დაშავებულების მკურნალობის ხარჯები საყოველთაო ჯანდაცვამ სრულად დაფარა.

“მეტროსადგურ ვარკეთილში“ 30 იანვარს მომხდარი შემთხვევის შედეგად, დაშავებულების მკურნალობის ხარჯები საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში დაიფარა.   დაზარალებულების ნაწილს ქირურგიული ჩარევა დასჭირდა, ნაწილს კი სამედიცინო მომსახურება ამბულატორიულად გაეწია. მათი მკურნალობის ხარჯები სრულად ანაზღაურდა. ამჟამად ყველა პაციენტი კლინიკებიდან გაწერილია.

დაშავებულთა დამატებითი სამედიცინო მომსახურების ხარჯებს, საჭიროების შემთხვევაში, შესაბამისი დოკუმენტაციის წარდგენის შემდეგ თბილისის მერია დაფარავს,”- ნათქვამია სამინისტროს ოფიციალურ განცხადებაში.

ცნობისთვის, გუშინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ მეტროში ჭერის ჩამონგრევისას დაზარალებული ონლაინსესხით მკურნალობს.

მეტროსადგურ ვარკეთილის ბაქანზე ე.წ შეკიდული ჭერი 30 იანვარს ჩამოიშალა. ნანგრევების ქვეშ მოყვა 14 ადამიანი, მათ შორის ერთი – პოლიციელი.

კომენტარები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Seo wordpress plugin by www.seowizard.org.