სამი ჰესის პროექტი – საიმედოდ გადაზღვეული ყოფილი პრემიერის რისკები და გარმორჩეული გარანტიები

საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის ბიძინა ივანიშვილის თანაინვესტირების ფონდი სამი ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობას გეგმავს. ჰესები სამცხეში მტკვარზე, რაჭაში რიონზე და სვანეთში ცხენისწყალზე უნდა აშენდეს.

სვანეთის მოსახლეობის უმეტესმა ნაწილმა ყოფილი პრემიერის ფონდის გეგმების შესახებ თითქმის არაფერი იცის.

კიდევ ერთ მასშტაბურ პროექტს ივანიშვილი ონში ახორციელებს, სადაც რაჭველებს რამდენიმე დღის წინ პროექტის დეტალები წარუდგინეს და აუხსნეს, რომ მილიონობით ტონა წყალს პირდაპირი მნიშვნელობით მათ თავზე გადაატარებენ.

კიდევ ერთ ჰესს ივანიშვილი მტკვარზე აშენებს, ჯამში კი ენერგოიმპერიის მშენებლობა ივანიშვილს სავარაუდოდ, 1 მილიარდ დოლარზე მეტი დაუჯდება. თუმცა ყველა პროექტში ივანიშვილის რისკები საიმედოდაა გადაზღვეული, გარანტორი კი ამ შემთხევაში ის სახელმწიფოა.

იმის დასტურად, რომ პრემიერის ბიზნესი ენერგეტიკაში წაუგებელია, ოპოზიციას სწორედ სახელმწიფოსთან გაფორმებული მემორანდუმები მოჰყავთ. ირკვევა, რომ რაიმე მიზეზით პროექტის ჩავარდნის შემთხვევაში, სახელმწიფომ მის ყოფილ პრემიერმინისტრს დახარჯული ფულიც სრულად უნდა დაუბრუნოს და ზევიდან 18%-იანი მოგებაც ჩაუთვალოს.

კიდევ ერთი ექსკლუზიური გარანტია კი ყოფილი პრემიერის კომპანიებისთვის მიცემული სატარიფო განაკვეთია. მაგალითად მტკვარი ჰესის შემთხევაში სახელმწიფო ვალდებულებას იღებს, მომდევნო 15 წლის განმავლობაში აქ გამომუშავებული ენერგიის 100% იყიდოს.

ონის ჰესის მშენებლობა, სადაც ყოფილი პრემიერის საინვესტიციო ფონდი 45%-ს ფლობს, დღედღეზე იწყება. ივანიშვილის ყველაზე მსხვილი ენერგო პროექტი ციხისყალზე კი წინა სამშენებლო ეტაპიდან აქტიურ მშენებლობაზე სულ მალე გადავა.

ავტორი: მიშა სესიაშვილი.

comments

ვაკო კუპრაშვილი

საინფორმაციო ანალიტიკური სააგენტო "INFO NEWS"-ის ჟურნალისტი

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Seo wordpress plugin by www.seowizard.org.