“სამუშაო ადგილების შექმნის და სიღარიბის დაძლევის ნაცვლად ‘’ქართული ოცნება‘’ ასეულობით მილიონ ლარს აქტივისტებს ურიგებს”

“ევროპული საქართველოს” წევრის ირაკლი აბესაძის განცხადებით, ხელისუფლებას პარტიული აქტივი საჯარო უწყებებში, სახელმწიფო თუ ადგილობრივ აიპებში ყავს გაფორმებული. ისინი რეალურად არ ასრულებენ მოვალეობებს და ხელფასს ბიუჯეტიდან მხოლოდ იმისთვის იღებენ რომ არჩევნებზე ხმების მობილიზება უზრუნველყონ.

ამ სქემის დასაფარად ფინანსთა სამინისტრო მალავს ბიუჯეტიდან გადახდილი ხელფასების შესახებ ინფორმაციასაც.

“2018 წელს ხელფასის სახით საბიუჯეტო ორგანიზაციების მიერ გაცემული იქნა დაახლოებით 1 050 000 000 (ერთი მილიარდ ორმოცდაათი მილიონი) ლარით მეტი, ვიდრე ეს იყო 2012 წელს;

თუ დავაჯამებთ ,,ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში ყოფნისას გაცემული ხელფასების გაზრდილ მოცულობებს, 6 წლის განმავლობაში ჯამურად გაიცა დაახლოებით 4 200 000 000 (ოთხი მილიარდ ორასი მილიონი) ლარით მეტი ხელფასი;

“მასწავლებლების, ჯარისკაცებისა და პოლიციის (შსს და სუს) ხელფასები ამ პერიოდის განმავლობაში ჯამურად გაიზარდა დააახლოებით 400 000 000 (ოთხასი მილიონი) ლარით, რაც სინამდვილეში მათი ხელფასების მშპ-თან მიმართებით შემცირებაა.

“მასწავლებლების, ჯარისკაცებისა და პოლიციის (შსს და სუს) ხელფასების გარეშე, დანარჩენი ბიუროკრატიის ხელფასები მშპ-თან მიმართებითაც კი გაზრდილია.” – განაცხადა აბესაძემ.

pirveliradio.ge

კომენტარები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Seo wordpress plugin by www.seowizard.org.