სამყაროს ყველაზე დაუჯერებელი პლანეტები

ბევრი მოვლენა, რაც, ერთი შეხედვით, წარმოუდგენელია დედამიწის მკვიდრისთვის, სავსებით ბუნებრივი მდგომარეობა შეიძლება იყოს სამყაროში არსებული პლანეტებისთვის, რომლებიც თავისი გასაოცარი მახასიათებლებით აოგნებენ ადამიანებს. რამდენიმე პლანეტა თავისი დაუჯერებელი გარემოთი განსაკუთრებით იქცევს ყურადღებას, გავეცნოთ მათ.

 

• ,,Corot – 7b-ი” – დედამიწიდან 489 სინათლის წელიწადით დაშორებული ეგზოპლანეტაა, რომელიც ქვების წვიმით გვაოცებს. პლანეტის ნახევარი ჯოჯოხეთური სიცხით ხასიათდება და ტემპერატურა აქ დაახლოებით 2600 °C-ს აღწევს, რაც საკმარისზე მეტია იმისთვის რომ ქვა გალღვეს, ხოლო პლანეტის მეორე ნაწილი გაცილებით ცივია და ტემპერატურა მხოლოდ 190°C-ია. ამრიგად, პლანეტის ცხელი ნაწილიდან კლდოვანი ქანები ორთქლდება და უზარმაზარ  კლდოვან ღრუბლებად გარდაიქმნება, შემდეგ კი ეს ღრუბლები ზედაპირს უბრუნდება მაგმური წვიმის სახით. პლანეტის უფრო ცივი ნაწილში კი ეს მაგმის მასა ზედაპირზე დაშვებამდე კვლავ  ქვად იქცევა.

• „HD 189773-b-ი“  –  ეგზოპლანეტაა, რომელც დედამიწიდან 63 სინათლის წელიწადითაა დაშორებული და რომლის ფანტასტიური სილამაზეც გამომდინარეობს მის ატმოსფეროში არსებული სილიკატური ნაწილაკებისგან. პლანეტისთვის დამახასიათებელია 8400 კმ/სთ  სიჩქარის ქარები, რაც შვიდჯერ უფრო მეტია ვიდრე ბგერის სიჩქარე. პლანეტაზე 930°C-ის არსებობის პირობებში წვიმს, ასე რომ, წარმოიდგინეთ საშინელი ჭექა-ქუხილის ფონზე და 1.24 მილი/საათში მოძრავი ქარით, როგორ გიახლოვდებათ უზარმაზარი ღრუბლები, შემდეგ კი როგორ ეშვება გასაოცარი სისწრაფით შუშის მასები ატმოსფეროში. შედარებისთვის, მსგავსი სიჩქარის ქარიშხალი დედამიწაზე რომ ამოვარდეს, მთელ დედამიწას 5 საათსა და 33 წუთში დაფარავს.

• ასტრონომების მიერ აღმოჩენილი კიდევ ერთი გასაოცარი ობიექტია ,,HD 131399Ab-ი”, რომელიც დაახლოებით სამი მზის გარშემო მოძრაობს და აქვს უზარმაზარი მასა, დაახლოებით 4-ჯერ მეტი ვიდრე იუპიტერს. ეგზოპლანეტის ერთწლიანი ბრუნი სამი ვარსკვლავის გარშემო  ჩვენი დედამიწისთვის  550 წელიწადის ტოლფასია და ვინაიდან პლანეტა საკმაოდ ნელა მოძრაოს, სამივე მზე ამ დროის განმავლობაში ნახევარჯერ თუ გაქრება ჰორიზონტიდან, ეს იგივეა რომ წარმოიდგინოთ 275 წლის მანძილზე ვერცერთხელ იხილოთ მზის ჩასვლა.


• „Titan-ი“ სატურნის ერთ-ერთი თვალწარმტაცი მთვარეა, რომელიც მზის სისტემიდან 71 სინათლის წუთითაა დაშორებული და თუ კი ექსტრემალები შეძლებდნენ ეპიკური დაშვების ამ პლანეტაზე განხორციელებას, სავარაუდოდ, მთლიანად პლანეტას შემოუფრენდნენ, რასაც მკვრივი ატმოსფერო და დაბალი გრავიტაცია განაპირობებს, რაც 7-ჯერ ნაკლებია ვიდრე დედამიწაზე, მაგრამ “,,Titan-ის” ტემპერატურა 143 °C-ია, რასაც ემატება ის ფაქტიც, რომ ქარის სიჩქარე 20 მილს აღწევს წამში, ხოლო ჟანგბადის ნაცვლად, ციანისა და ციანინისგან შედგება, შესაბამისად, მომწამლავიცაა, რაც ნაკლებ მიმიდველს ხდის ამ ერთი შეხედვით ძალიან ლამაზ და მომავლის ექსტრემალებისთვის ერთ-ერთ სავარუდო დანიშნულების წერტილს. 

 

 

წყარო: Youtube channel – Riddle

მასალა მოამზადა: თამარ დევდარიანმა

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა” 

 

comments

ვაკო კუპრაშვილი

საინფორმაციო ანალიტიკური სააგენტო "INFO NEWS"-ის ჟურნალისტი

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Seo wordpress plugin by www.seowizard.org.