სამყაროს ყველაზე საშიში შავი ხვრელი აღმოაჩინეს

ავსტრალიის ნაციონალური უნივერსიტეტის ასტრონომებმა აღმოაჩინეს სამყაროში ყველაზე სწრაფად მზარდი შავი ხვრელი. ეს ხვრელი კვაზარის შემადგენლობაშია, ირმის ნახტომიდან 12 მილიარდი სინათლის წელიწადის დაშორებაზე და ყოველდღიურად „ჭამს“ მზის ნახევრის ექვივალენტურ მასას. ინფორმაცია Phys.org.-ზე ვრცელდება.

ობიექტი QSO SMSS J215728.21-360215.1 იმდენად დიდია, რომ მასში 20 მილიარდი მზე მოთავსდება. მეცნიერების თქმით, ეს ხვრელი ირმის ნახტომის ცენტრში რომ ყოფილიყო, ის 10-ჯერ უფრო კაშკაშა იქნებოდა, ვიდრე მთვარეა და დედამიწაზე სიცოცხლეს შეუძლებელს გახდიდა. მისგან დიდი ოდენობით ულტრაიისფერი და რენტგენული გამოსხივება მოდის, მაგრამ მისი დაშორების გამო, ობიექტის დანახვა მხოლოდ ულტრაწითელ დიაპაზონშია შესაძლებელი.

comments

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Seo wordpress plugin by www.seowizard.org.