სამწუხარო ამბავი იაპონიიდან: ტოჩინოშინისთვის ნაგოია ბაშო დასრულდა

ნაგოია ბაშოზე ტოჩინოშინი კიუჯოზეა, რაც იმას ნიშნავს, რომ ქართველი ფალავანი ტურნირს გამოეთიშა.

გუშინდელი ორთაბრძოლის შემდეგ, სადაც ლევან გორგაძე პირველად დამარცხდა, ტოჩინოშინს მარჯვენა ტერფზე, ფეხის თითებს შორის მყესი გაუწყდა და სიარულიც კი უჭირს, ამიტომ ის ბრძოლას ვეღარ გააგრძელებს.

მიუხედავად ექიმების მცდელობისა, დაზიანება იმდენად სერიოზული აღმოჩნდა, რომ მკურნალობას მინიმუმ ერთი თვეა დასჭირდება.

მას შემდეგ, რაც ნაგოია ბაშოს სამივე იკოძუნა გამოეთიშა, ტოჩინოშინი იმპერატორის თასის მოგების მთავარ კანდიდატად ითვლებოდა.

ipress.ge

comments

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Seo wordpress plugin by www.seowizard.org.