სამხატვრო სასწავლებლის ყოფილი შენობა იყიდება

სამხატვრო სასწავლებლის ყოფილი შენობა თბილისის ერთ-ერთ ისტორიულ და ტურისტულად აქტიურ ქუჩაზე – ჭონქაძის 21-ში მდებარეობს. აუქციონის პირობების მიხედვით, ქონების საწყისი ღირებულება 8 200 000 ლარს შეადგენს და მის მომავალ მფლობელს სასტუმროს ასაშენებლად მინიმუმ 10 000 000 ლარის ინვესტიციის განხორციელება მოუწევს.

პროექტის  „50 ქონება შენი სასტუმროსთვის“ ფარგლებში, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სახელმწიფო ქონების სააგენტომ, მინიმუმ 80 ნომრიანი სასტუმროს მოწყობის მიზნით ელექტრონული აუქციონი უკვე გამოაცხადა.

პროექტ „50 ქონება შენი სასტუმროსთვის“ ფარგლებში დღეის მდგომარეობით გაყიდულია 26 895 501 ლარის უძრავი ქონება, ხოლო სასტუმროების ასაშენებლად განსახორციელებელი ინვესტიციის მოცულობა 58 200 000 ლარს შეადგენს.

ავტორი: ლილუ მიროტაძე

 

comments

ვაკო კუპრაშვილი

საინფორმაციო ანალიტიკური სააგენტო "INFO NEWS"-ის ჟურნალისტი

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Seo wordpress plugin by www.seowizard.org.
%d bloggers like this: