სამხრეთ აფრიკაში ფარულმა კამერამ იშვიათი ვარდისფერი ლეოპარდი გადაიღო (ფოტო)

ვარდისფერი ლეოპარდი

ვარდისფერი ლეოპარდი

ფოტო: Daily Mail

სამხრეთ აფრიკაში, თაბა თოლოს ბუნებრივ ნაკრძალში ფარულმა კამერამ იშვიათი ვარდისფერი ლეოპარდი გადაიღო. ამის შესახებ Daily Mail-ი წერს.

ფოტოები ნაკრძალის მფლობელს, 45 წლის ალან უოტსონს და მის 41 წლის მეუღლეს ლინსი უოტსონს ეკუთვნის. კადრებზე აღბეჭდილი ველური ლეოპარდი მკვდარ ჟირაფს ჭამს. ლეოპარდის ტყავის ასეთი იშვიათი ფერი ერითრიზმით (გადაჭარბებული წითელი პიგმენტაცია) არის გამოწვეული.

უოტსონების მტკიცებით, უცნაური ფერის ლეოპარდი მათ ადრეც შეუნიშნავთ, თუმცა მისთვის ფოტოს გადაღება მხოლოდ ახლა მოახერხეს.

ვარდისფერი ლეოპარდი

კომენტარები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Seo wordpress plugin by www.seowizard.org.