“სანამ დაიჭერდნენ, შვიდმეტრიანმა პითონმა ძაღლი გადაყლაპა”

მალაიზიაში შვიდმეტრიანი პითონი დაიჭირეს, რომელმაც ძაღლი გადაყლაპა – წერს გამოცემა New Straits Times.
ჯემალუნგის რაიონის პოლიციაში შეტყობინება შევიდა, რომ ერთ-ერთმა ადგილობრივმა უზარმაზარი ქვეწარმავალი დაინახა. შემთხვევის ადგილზე ორი პოლიციელი და გველის საჭერი აღჭურვილობით შეიარაღებული 6 ჯარისკაცი მიავლინეს.
პითონი ერთ-ერთ ხევში აღმოაჩინეს, სადაც მოზრდილი ძაღლის გადაყლაპვის შემდეგ შეძვრა. ქვეწარმავალი სოროდან კვამლის დახმარებით გამოიტყუეს და გალიაში მოათავსეს. ტრაპეზობის შემდეგ პითონი იმდენად დაიღალა, რომ სამართალდამცველებისთვის ოდნავი წინააღმდეგობა არ გაუწევია.
ივნისში მედია წერდა, რომ ინდონეზიის კუნძულ სულავესზე დაჭერილი რვამეტრიანი პითონში ქალის სხეული ააღმოაჩინეს. მოგვიანებით გაირკვა, რომ ქალი სახლიდან ერთ კილომეტრში მდებარე სიმინდის ყანაში წავიდა და უკან აღარ დაბრუნებულა.

lenta.ru

comments

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Seo wordpress plugin by www.seowizard.org.