“სანამ უცხო თავის სახლში არ წაეთრევა, ის მტერი და ოკუპანტია, მეზიზღება “საწყლობა”

ათი წლის განმავლობაში დასმული კითხვა “ომი ვინ დაიწყო” ცნობიერ და არაცნობიერ დონეზე მტრის ხატის გაუქმებას ემსახურება. თუ “ჩემი ბრალი იყო” მტერთან ბოდიშიც კი მაქვს მოსახდელი. უფრო მონდომებით უნდა შევუწვა მწვადი, იქნებ მაპატიოს და მეტიც მიირთვას, ღვინოც დააყოლოს. მეეჭვება იგივე კითხვას ერთი რუსი მაინც უსვამდეს თავს. პირველ რიგში მსხვერპლის ფსიქოლოგიის უმწეობა უნდა შევიზიზღოთ საკუთარ თავში. კონფლიქტის ანალიზი აუცილებელია. უამრავი შეცდომა ჰქონდა ქართულ მხარეს და დასასჯელიც ბევრი აღმოჩნდება არაპროფესიონალიზმის და უპასუხისმგებლობის გამო. ეს შეცდომები აღქმული უნდა იყოს, რომ აღარ განმეორდეს, მაგრამ ეს მხოლოდ საშინაო საკითხავია და მტერს არ ეხება. ჩემს სახლში შემოსულ უცხოს, პირველი მუშტი მე მოვუქნიე, თუ მან გამარტყა, საერთოდ არაა საინტერესო, თუ ის უცხო დღეს ჩემს ოთახში ჩასახლდა. ბინა და ოთახი რომ ჩემი იყო, ეს ხომ მაინც მახსოვს. ხოდა მოითენთეთ. სანამ უცხო თავის სახლში არ წაეთრევა, ის მტერი და ოკუპანტია. ამ საკითხს რომ შევეხე, ახსნას რომ შევეცადე, რომ ჩავთვალე, რომ ვინმეს ახსნა სჭირდება, ესეც კი ზიზღს იწვევს ჩემში. მეზიზღება “საწყლობა”-წერს ნათია ფანჯიკიძე. 

guriismoambe.com

comments

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Seo wordpress plugin by www.seowizard.org.