სანდერსი: აშშ სირიაში რუსულ შეიარაღებულ ძალებზე დარტყმის შესაძლებლობას არ გამორიცხავს

ამერიკის შეერთებული შტატები სირიაში რუსულ შეიარაღებულ ძალებზე დარტყმის შესაძლებლობას არ გამორიცხავს. ეს განცხადება თეთრი სახლის პრესმდივანმა ჟურნალისტებისთვის გამართულ ბრიფინგზე გააკეთა.

“ეს ნიშნავს, რომ ყველა ვარიანტი განიხილება”, – ეს განმარტება სანდერსმა ჟურნალისტის კითხვაზე გააკეთა, რომელიც ამბობდა თუ რა საფრთხე ემუქრებოდა რუსეთს იმის მიხედვით, რომელიც დონალდ ტრამპმა მიკრობლოგ Twitter-ზე გააჟღერა.

სარა სანდერსმა ასევე განამარტა, რომ აშშ-ის დაზვერვამ მოიპოვა ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ აღმოსავლეთ ღუტაში, 7 აპრილს განვითარებულ მოვლენებში მოსკოვისა და დამასკოს ჩართულობა ეჭვგარეშეა.

მანამდე დონალდ ტრამპმა ტრამპმა რუსეთი გააფრთხილა, რომ სირიის მიმართულებით რაკეტებს გაუშვებს.

სირიის პრეზიდენტმა ბაშალ ალ-ასადმა სააგენტო AFP-სთან ექსკლუზიურ ინტერვიუში 7 აპრილის მოვლენებში სირიის ხელისუფლების მიერ ტოქსიკური გაზის გამოყენების ალბათობას „100%-იანი ფაბრიკაცია“ უწოდა. მისი თქმით, სირიას ქიმიური იარაღი არ აქვს.

7 აპრილს სირიის სახელისუფლო ძალებმა აღმოსავლეთ ღუტაში ტოქსიკური გაზი გამოიყენეს, რასაც ქალაქ დუმაში 70-მდე ადამიანი ემსხვერპლა.

comments

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Seo wordpress plugin by www.seowizard.org.