სანქციების დაწესების მიღება საქართველოს ხელისუფლების წინააღმდეგ შეერთებული შტატების კონგრესის დღის წესრიგში 3 კონკრეტული შემთხვევის გამო დადგა

ამერიკელი კონგრესმენები საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ სანქციების დაწესებას ითხოვენ. მოთხოვნით პირველი კანონპროექტი კონგრესში უკვე შევიდა. ამერიკელმა კონგრესმენმა, სტივ რასელმა, რეზოლუცია მოამზადა, რომელიც შეერთებული შტატების კონგრესის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდა.

რასელი პრეზიდენტ ტრამპს სთხოვს რამდენიმე სანქციის დაწებას სთხოვს – ქართველი მინისტრების ვიზების გაუქმება, საბანკო ანგარიშების გაყინვა და შტატებში შესვლის აკრძალვა.

პრეზიდენტ ტრამპის თანხმობას საქართველოს ხელისუფლების მიმართ რადიკალური სანქციების ამოქმედების შესახებ კონგრესმენი კონკრეტული მიზეზებით მოითხოვს – ამერიკული კომპანიების შევიწროება, სასამართლო დავები და დროებითი მმართველების დანიშვნა.

რადიკალური ზომების მიღება საქართველოს ხელისუფლების წინააღმდეგ შეერთებული შტატების კონგრესის დღის წესრიგში 3 კონკრეტული შემთხვევის გამო დადგა.

2017 წლის მაისში ქვეყნის უმსხვილეს მეტალურგიულ კომპანია „ჯორჯიან მანგანეზში” მთავრობამ სპეციალური მმართველი დანიშნა.

მეორე შემთხვევა კომპანია ფილიპ მორისს და მასთან დაკავშირებულ სასამართლო დავებს ეხება; ფილიპ მორისიც ჯორჯიან მანგანეზის მსგავსად, ხელისუფლების პოლიტიკური ინტერესის სასარგებლოდ, ქართული სასამართლოს ხელით დამარცხდა.

მესამე ქეისი კი გაზისა და ნავთობის საერთაშორისო კომპანია „ფრონტერას“ უკავშირდება. კომპანიამ საქართველოში გაზის აღმოჩენის შესახებ საკმაოდ ხმამაღალი განცხადება გააკეთა და ამ მიმართულებით მუშაობაც დაიწყო, თუმცა კახა კალაძის მინისტრობის პერიოდში, ამერიკული კომპანიის ხელმძღვანელობა ხელისუფლებამ ტყუილში დაადანაშაულა და საქმიანობის გაგრძელების უფლება არ მისცა.

წყარო: “რუსთავი2”

comments

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Seo wordpress plugin by www.seowizard.org.