საპატრიარქოს დავალებით ვრეკავთ, კლიპს ვიღებთ და მრავალშვილიანი ოჯახები გვინდა, ოღოონდ, რომ არ უჭირდეს – ისეთიო ..

ივანიშვილის (არ)წასაკითხი

გოუნკვლეველი გვჭირს, ბატონო ბიძინა, საითაც არ უნდა გაიხედო.

რომელ ლახანაში პოულობთ ამ ღენჭი-ღენჭი მინისტრებს?

თავისი არ იციან, სხვისი არ ესმით, საქმის კეთება არ იციან და სკამებიუნდათ, მუშაობა არ იციან და პრემიებს დასდევენ.

სუსის უფროსი შს მინისტრზე დაბოღმილაო…

თავდაცვის მინისტრს წყალი აქვს შემდგარი, უშიშროების საბჭოსმდივნად, მაგას ვინ გაუშვებდა, ხოდა, რაც ხმა გავარდა უშიშროების საბჭოს მდივანი ძალოვანიდან შეირჩევაო, გომელაურს წინასწარ ულოცავდნენ, თურმე.

გომელაურს ულოცავდნენ და გახარია დანიშნეს, გომელაურს ულოცავდნენ და გახარია შერჩათ უშიშროების საბჭოსმდივნად.

ჯერ ის არ ჰქონდათ მონელებული, არაფერშუაში კაცი, არაძალოვანიდან მოსული კაცი რომ უფროსად დაუსვეს დაახლა უშიშროების საბჭოს მდივანიო.

რაც მეტ შეცდომას უშვებს გახარია, რაც მეტად ეფლობა, მით უფრო და უფრო აქებთ, ბატონო ბიძინა და ერთიშვილის მუდმივი ქება, მეორეს სწყინს ხოლმე, რომ იცოდეთ.

მით უფრო, რომ გახარიას დღემდე, წარმოდგენაც არა აქვს, როგორ მართოს სამინისტრო, სამინისტროს რეალურად, მოადგილე საბანაძე მართავს, ოღონდ მარტო არა, არავისთვის საიდუმლო არ არის, რომ სუსის დახმარებითიმართება დღეს შსს.

ხოდა, გომელაური უკვე ვეღარ ეგუება ჩრდილში ყოფნას, მთელი შრომა სუსზე და შს მინისტრის მოადგილეებზეგადადის და ყველა შექება და ლანძღვა მაინც გახარიას წილია.

ამასობაში, წულუკიანი ისე ჩუმადაა, არასოდეს რომ არ ყოფილა, ამასობაში, წულუკიანს იმდენი პრობლემა დაემატა, არასოდეს რომ არ ჰქონია აქამდე, პენიტენციალური სამინისტროს შეერთებამ, უამრავი თავსატეხი გაუჩინა. თანამშრომლებო დაითხოვა, გადაახალისა, ოცნების კადრები სახლში გაუშვა და ნაცები დაიტოვა – ციხეს ეგენიკარგად უვლიდნენ და მეც დამეხმარებიანო, მაგრამ – მაინც ვერ ართმევს თავს და გომელაურს მიმართა მანაცდასახმარებლად.

მოგეხსენებათ, გომელაურის ერთ-ერთი მოადგილე, ალეკო ტაბატაძე, წულუკიანის მეგობარი და კადრია, უკანაფრინა გომელაურმა წულუკიანთან გამოცდილი და გამობრძნედილი ტაბატაძე, თავადაც აღუთქვა სამაგიეროდ კი, როგორც ჩვენი წყარო გვიყვება, გომელაურმა წულუკიანს გახარიას წინააღმდეგ შავი პიარის აგორებაში სთხოვადახმარება.

იმის გათვალისწინებით, რომ გახიარია თქვენი საყვარელი ღენჭი მინისტრია, ბატონო ბიძინა, ვიცი, გეწყინებათწულუკიანის და გომელაურის, თქვენს ზურგს უკან შექმნილი დუეტი, მაგრამ – მურუსიძით ტკბობა ახალდამდგარისიამოვნებაა და ვფიქრობთ, გადაიტანთ ერთ უსიამოვნო ამბავს როგორმე.

ხოდა, ლახანაში მარტო ღენჭი მინისტრები კი არ უპოვნიათ, პრეზიდენტიც ლახანიდანაა ამოყვანილი, ამერიკისხმას ინტერვიუ მისცა ამერიკის წინააღმდეგ, ამერიკაში ვიზიტის დროს!

მსგავსი რამე სადმე გსმენიათ?

საგარეო პოლიტიკას რა გავუგებთ, ბატონო ბიძინა!

ისე, ქალბატონმა სალომემ ჩემზე უკეთ იცის, ვისთან ერთად მოამზადა ამერიკის ხმისთვის ინტერვიუ, ვინ ურჩიაისე ეპასუხა, როგორც უპასუხა – გომელაურის კაცია ეგაც, ქალბატონო სალომე, ვინც გირჩიათ აზერბაიჯანისსაზღვართან ჩასვლა და ამერიკის ხმისთვის იმის თქმა, ამერიკული ბაზები არ გვჭირდებაო.

ოღონდ, ამჯერად, შეთქმულება არაფერ შუაშია, სალომე ივანიშვილმა გაწირა უკვე გასარიყად, ახლა ხელსაყრელმომენტს დაელოდებიან, როგორც კი რამის გადაფარვა დასჭირდებათ, სალომესა და ოცნების დაჭიდებასგვაჩვენებენ, როგორც კი – ხმაური იქნება საჭირო – დაერევიან.

ეჰ, ბატონო ბიძინა, დაერევიან ერთმანეთს ლახანადან ამოყვანილი, ღენჭი-ღენჭი მინისტრები და უფროგოუნკვლეველი გახდება ქვეყანა. თქვენც ეგ გინდათ, ხომ ბატონო ბიძინა?

ლახანა – კომბოსტო, ღენჭი – მოზარდი, გოუნკვლეველი – გზაარეული.

პ.ს. ჩემს მეგობარს საქველმოქმედო ორგანიზაცია აქვს, მრავალშვილიან ოჯახებს ეხმარება. დაურეკეს რამდენიმედღის წინ, საპატრიარქოს დავალებით ვრეკავთ, კლიპს ვიღებთ და მრავალშვილიანი ოჯახები გვინდა, ოღოონდ, რომ არ უჭირდეს – ისეთიო ..

ტფუი…

ჩაცმულ-დახურულიო, ნაჭამ-ნასვამიო, დასვენებულიო, არაფერი რომ არ მოგვთხოვოს და რომ არ იწუწუნოს, დახმარებისთვის რომ არ მოგვმართოს მერეო…

სამარცხვინოდ გოუნკვლეველები…

ვერ უპოვნა ეგეთი ოჯახი.

არ ვიცი, ვინ გადაიღეს კლიპში.

მიდით, დააფინანსეთ საპატრიარქო, ბატონო ბიძინა, მიდით, დააფინანსეთ, მეუფე იობს უფრო მწარედგალანძღავენ, მეტად დაგეხმარებიან ჩვენს გაღატაკებაში და საქართველოს გაყიდვაში!

თამო კეშელავა, „ალია“ #16, 6 მაისი

კომენტარები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Seo wordpress plugin by www.seowizard.org.