საპენსიო სქემა 161 ათასზე მეტმა დატოვა, აქედან 42 ათასი საჯარო სექტორიდანაა

საპენსიო სააგენტოს დირექტორი, ლევან სურგულაძე ამბობს, რომ სავალდებულო დაგროვებითი საპენსიო სქემა დღეის მდგომარეობით უკვე 161 ათასზე მეტმა ადამიანმა დატოვა, საიდანაც 42 ათასზე მეტი საჯარო სექტორიდანაა.

“სულ პირველი იანვრიდან უნიკალური მონაწილე გაწევრიანებული არის 900 668 ადამიანი საპენსიო სქემაში. კერძო სექტორიდან გაწევრიანდა 726 295, საჯარო სექტორიდან 210 247 ადამიანი. სულ უნიკალური გასული საპენსიო სქემიდან არის 161 756 ადამიანი – კერძო სექტორიდან არის 119 651, ხოლო საჯარო სექტორიდან 42 105. ჩართული კომპანიების რიცხვი არის 58 292.” – განაცხადა სურგულაძემ პარლამენტში.

მისი თქმით, ამჟამად საპენსიო ფონდში აკუმულირებულია 361 374 058 ლარი, საიდანაც სარგებელი 8 620 849 ლარია.

ფონდში აკუმულირებული თანხა ამჟამად განთავსებულია დეპოზიტებზე ეროვნულ ბანკსა და კომერციულ ბანკებში (დაახლოებით 50%-50%). სარგებელი საშუალოდ 7-8%-ს შეადგენს. დაგროვილი თანხით ინვესტიციები უნდა განხორციელდეს, რასაც სააგენტოს საინვესტიციო საბჭო წყვეტს.

საბჭოს მოვალეობა საინვესტიციო პოლიტიკის დოკუმენტის შემუშავებაა, რომლის მიხედვითაც ინვესტიციები განხორციელდება.

კომენტარები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Seo wordpress plugin by www.seowizard.org.