საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის სხდომა

საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის წევრებმა მოქალაქეთა საინიციატივო ჯგუფების რეგისტრაციის საკითხზე იმსჯელეს. საკითხი შეეხებოდა არანაკლებ 30000 ამომრჩევლის ინიციატივით „შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა სოციალური დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის და არანაკლებ 30000 ამომრჩევლის ინიციატივით „სახელმწიფო პენსიის შესახებ“ და „საქართველოს საგადასახადო კოდექსში“ ცვლილებებისა და დამატებების შეტანის მიზნით შექმნილი მოქალაქეთა საინიციატივო ჯგუფების რეგისტრაციას.

კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის, გურამ მაჭარაშვილის განცხადებით, კომიტეტმა პარლამენტის რეგლამენტის შესაბამისად, ორივე საინიციატივო ჯგუფის რეგისტრაციის საკითხი შეისწავლა და დაადგინა შემდეგი – „შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა სოციალური დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის მიზნით შექმნილი საინიციატივო ჯგუფის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაცია გარკვეულ ხარვეზებს მოიცავს და ამ ეტაპზე მათი რეგისტრაციის საკითხი კომიტეტმა მიზანშეუწონლად ცნო. რაც შეეხება მეორე საინიციატივო ჯგუფის მიერ წარმოდგენილ დოკუმენტაციას, კომიტეტმა მათი რეგისტრაციის საკითხი დადებითად მიიჩნია, რაც შემდგომი პროცედურების გატარებას – 30000 ამომრჩევლის ხელმოწერის შეგროვების დაწყებას ითვალისწინებს.

სხდომის დასასრულს კომიტეტის წევრებმა განხილულ საკითხებს კენჭი უყარეს.

 

comments

ვაკო კუპრაშვილი

საინფორმაციო ანალიტიკური სააგენტო "INFO NEWS"-ის ჟურნალისტი

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Seo wordpress plugin by www.seowizard.org.