სარალიძე: გირგვლიანი თანამდებობის პირებმა მოკლეს, ჩემი შვილი კი თანამდებობის პირების შვილებმა

ზაზა სარალიძე პარტია “ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს” თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილს მიმართვას, რომელსაც სოციალურ ქსელში ავრცელებს.

“რამდენჯერ ვუთხარიო…. როდის? ვისი მეშვეობით? მე და თქვენ ხომ არასოდეს შევხვედრილვართ, არც გაგჩენიათ სურვილი ჩემთვის მოგესმინათ ისე აკეთებთ ჩემზე კომენტარებს. თუნდაც წამით შეძელით და ჩემს ადგილზე დადექით, შემომხედეთ თვალებში და გულწრფელად მითხარით რას იზამდით იგივე თქვენ რომ გადაგეტანათ, მშვიდად დაელოდებოდით სასამართლოს, რომელიც გეცოდინებოდათ, რომ ვერაფერს შეცვლიდა? სააპელაციო სასამართლოს ხომ კანონით მიხედვით უფლება არ აქვს გასცდეს მხარეების მოთხოვნას, მით უფრო ბრალდებას ვერ წარუდგენს ვერავის. მე კი როგორც დაზარალებული, მხარე არ ვარ პროცესზე. სასამართლოზე პროკურატურა წარმადგენს, ესეც სასაცილოა, პროკურატურა წარმადგენს რომელიც საქმეს აყალბებს და არ ვენდობი. გამოძიებას არც კი ახსენებთ, თუმცა ალბათ არც აქვს მნიშვნელობა, ეს ყველაფერი გამოძიებად წოდებული ხომ ფორმალურად მიმდინარეობს. რამდენი თვე გავიდა და დღემდე მიმდინარეობს, თუმცა არც მე დამკავშირებია ვინმე და არც საზოგადოებას სმენია რაიმე წინ გადადგმული ნაბიჯების შესახებ.

თქვენ უზნეობა გგონიათ გირგვლიანის საქმისა და ხორავას ქუჩის საქმის შედარება. გირგვლიანი თანამდებობის პირებმა მოკლეს სადისტურად, ჩემი შვილი კი თანამდებობის პირების შვილებმა უმოწყალოდ დაჩეხეს 12 ჭრილობით. ღვიძლი დაზიანებული, არტერია გადაჭრილი, ფილტვი დაზიანებული და დაჩეხილი. სასიცოცხლო ნიშნები აღარ არსებობდა. შემდეგ კი ორივე საქმის მიმართ სახელმწიფოს მანქანა ამუშავდა, დაფარვისა და გაყალბების ბინძური მეთოდებით. ამ ყველაფერს საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის მიმდინარეობამაც ახადა ფარდა. ნახა საზოგადოებამ რა სამარცხვინო სამართალდამცავი გამომძიებლები და პროკურორები გვყავს. საკუთარი ფუნქციები ვერ გაურკვევიათ. კიდევ კარგი სახელები და გვარები ახსოვდათ. მაგარმ თქვენმა ხელისუფლებამ აქაც ივაჟკაცა და სრულიად არარაობა დადგენილება მიაღებინა პარლამენტს”, – წერს ზაზა სარალიძე

სრული ვერსია წაიკითხეთ აქ: ზაზა სარალიძე: ბატონო ბიძინა, მოგმართავათ მოკლული 16 წლის მოზარდის დავით სარალიძის მამა

ipress.ge

comments

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Seo wordpress plugin by www.seowizard.org.