“სასამართლო სისტემას მართავს მურუსიძე-ჩინჩალაძის კლანი, რომელიც გარიგებაშია ხელისუფლებასთან, კერძოდ კი, ბიძინა ივანიშვილთან”

დადასტურებულად შეგვიძლია ვთქვათ, რომ სასამართლო რეფორმამ განიცადა სრული კრახი, სასამართლო სისტემას მართავს მურუსიძე-ჩინჩალაძის კლანი, რომელიც გარიგებაშიახელისუფლებასთან, კერძოდ კი, ბიძინა ივანიშვილთან – განცხადება ამის თაობაზე  „ევროპული საქართველოს“ წევრმა ოთარ კახიძე პარლამენტში, საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის სხდომაზე გააკეთა.

ორი კოიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე საპარლამენტო უმცირესობაში შემავალი ფრაქციების მიერ წარდგენილი უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების შერჩევის წესთან დაკავშირებულ კანონპროექტის განხილვა მიმდინარეობს. 

„ჩვენ სახეზე გვაქვს სასამართლო კორპუსის მართვა ერთი კონკრეტული კლანის მიერ. პირობითად ამ კლანს ჩინჩალაძე-მურუსიძის კლანს უწოდებენ. ეს კლანი არის გარიგებაში საქართველოს ხელისუფლებასთან, კერძოდ, მის არაფორმალურ მმართველთან, პარტიის თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილთან. ეს კლანი უზრუნველყოფს მთლიანად მართლმსაჯულების სისტემის მორჩილებას პოლიტიკური ხელმძღვანელობისადმი. ეს არის ის რეალობა, რომელიც ჩვენ გვაქვს. სამწუხაროდ, ის შანსი და მანდატი, რომელიც „ქართულმა ოცნებამ“ მიიღო 2012 წელს, სასამართლო სისტემაში არსებული ვითარება, კერძოდ, სასამართლო ხელისუფლების დამოუკიდებლობის არარსებობა, რომელიც მემკვიდრეობით გადაეცა „ქართულ ოცნებას“, არ გამოასწორა. სასამართლო რეფორმის ე.წ. ტალღების შედეგად ჩვენ მივიღეთ კიდევ უფრო მძიმე ვითარება, ჩვენ უკვე დადასტურებულად შეგვიძლია ვთქვათ, რომ სასამართლო რეფორმამ განიცადა სრული კრახი. მათ შორის, ვერ მოხერხდა სასამართლო ხელისუფლების აღჭურვა რეალური დამოუკიდებლობის გარანტიებით, ჩავარდა ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს რეფორმა და სასამართლოში დაბრუნდა ავადსახსენებელი კორუფცია, რომელიც 2012 წლის მდგომარეობით არ წარმოადგენდა პრობლემას მართლმსაჯულების სისტემაში“, – განაცხადა კახიძემ.

pirveliradio.ge

კომენტარები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Seo wordpress plugin by www.seowizard.org.