“სასარგებლო პოლიტიკური იდიოტი და პუტინთან დაკავშირებული ძალა” – ოპოზიცია ზურაბიშვილის განცხადებებზე

სალომე ზურაბიშვილის მორიგ განცხადებას, 2008 წლის აგვისტოს ომთან დაკავშირებით, ოპოზიციაში ეხმაურებიან. “ნაციონალური მოძრაობის” წევრის, სალომე სამადაშვილის განცხადებით, საპრეზიდენტო კანდიდატის ეს განცხადება პირდაპირ ემსახურება რუსეთის ინტერესებს:

“იმ შემთხვევაში თუ საქართველოს რეალობაში პირდაპირ არჩეული სახელმწიფო  მოღვაწის, სახელმწიფო პირის ამ შემთხვევაში  პრეზიდენტის პოლიტიკა იქნება ის, რომ 2008 წელს საქართველომ და მაშინდელმა ხელისუფლებამ დაიწყო საომარი მოქმედებები, ვფიქრობ ყველა მოქალაქეს უნდა ესმოდეს რომ ჩვენ რეალურად ამით ხელს მოვაწერთ  იმას, რომ შეიქმნება საფუძველი საერთაშორისო სამართლის ქვეშ აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებელი სტატუსის აღიარებისთვის და ჩვენ სამუდამოდ ფაქტიურად უარს ვიტყვით ტერიტორიული მთლიანობის აღდგენაზე. სალომე ზურაბიშვილის არჩევის შემთხვევაში ქართველი ხალხი რუსეთს შეუსრულებს საკუთარი ხელით დაკვეთას, რომ მოხდეს აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებელი სტატუსის უკვე საერთაშორისო სამართლებრივი აღიარება,“-განაცხადა სალომე სამადაშვილმა.

“ევროპული საქართველოს” ლიდერი გიგა ბოკერია კი ამბობს, რომ სალომე ზურაბიშვილიც და ნინო ბურჯანაძეც პუტინთან დაკავშრებული ძალაა:

“ბურჯანაძე და ყველა პუტინთან დაკავშირებული ძალა, ან ცნობილი გამოთქმა, რომ ვიხმარო ლენინის დროინდელი სასარგებლო იდიოტი პოლიტიკური აი ამ ხაზს აწვება. და ის  იქამდეც პრინციპული საკითხი იყო ჩვენი ქვეყნის მომავლისთვის ივანიშვილის რჩეული  ნებისმიერი კანდიდატის დამარცხება საპრეზიდენტო არჩევნებში. მაგრამ ამ განცხადებებმა, ამ პოზიციებმა, რომელიც მანამდეც ჰქონდა ქალბატონ ზურაბიშვილს, რომელსაც ახლა ის პოლიტიკური უტიფრობით იმეორებს, ამან შესძინა დამატებითი დატვირთვა და ეს მართლაც უნდა იქცეს რეფერენდუმად ამ ხაზის  პირდაპირი მტრის სამსახურში ყოფნის ან სასარგებლო იდიოტიზმის საწინააღმდეგოდ და წერტილის დასასმელად პოლიტიკურად. ამიტომ დამატებით მნიშვნელოვანია ოქტომბერში არჩევნებზე მოსვლა და ამ ხალხისთვის კვალიფიკაციის მიცემა,“ – განაცხადა გიგა ბოკერიამ.

comments

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Seo wordpress plugin by www.seowizard.org.