“სასმელ წყალში ფეკალიები შეერია?” – GWP გავრცელებულ ინფორმაციას არ ადასტურებს

სოციალურ ქსელში გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს თბილისში, სასმელ წყალში ფეკალიები გავრცელდა და ონკანიდან წყლის დალევა სამი დღის განმავლობაში საშიშია, “პრაიმტაიმთან” საუბარში, “ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერში” დეზინოფორმაციას უწოდებენ.

კომპანიამ ამასთან დაკავშირებით სპეციალური განცხადებაც გაავრცელა, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

“30 იანვარს, დღის განმავლობაში ვრცელდებოდა დეზინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, რომ შესაძლოა თბილისში სასმელი წყლის ხარისხი არ არის შესაბამისობაში დადგენილ სტანდარტთან.

გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი სრული პასუხისმგებლობით აცხადებს, რომ სასმელი წყლის ხარისხი სრულად შეესაბამება ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) რეკომენდაციებს და ეროვნული რეგლამენტის მოთხოვნებს.

კომპანიის ლაბორატორიის სპეციალისტები სასმელი წყლის ხარისხს ყოველდღიურად, 24 საათიან რეჟიმში აკონტროლობენ. წყლის დამუშავება კი ტექნოლოგიური პროცესის სრული დაცვით უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს.

აღსანიშნავია, რომ ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის ცენტრალური ქიმიურ-მიკრობიოლოგიური და სათავე ნაგებობების ლაბორატორიები აკრედიტებულია საერთაშორის სტანდარტის (სსტ ისო/იეკ 17025:2010) შესაბამისად. აკრედიტაციის ცენტრი ყოველწლიურად აკონტროლებს ლაბორატორიების მუშაობის ხარისხს”, – აღნიშნულია კომპანიის განცხადებაში.

 

კომენტარები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Seo wordpress plugin by www.seowizard.org.