„საუბარი მართლმსაჯულების აღსრულების ხელის შეშლის დანაშაულად გამოცხადებაზე, მორიგი ფარსია”- ირაკლი აბესაძე

ოპოზიცია მმართველ გუნდს პოლიტიკური ფარსის მოწყობაში ადანაშაულებს. „ევროპული საქართველო“ საპარლამენტო უმრავლესობას ახსენებს, რომ მართლმსაჯულების აღსრულებისთვის ხელის შეშლა დღესაც დანაშაულია და სისხლის სამართლის კოდექსი დამატებით ცვლილებებს აღარ საჭიროებს.

„საუბარი სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილებაზე და მართლმსაჯულების აღსრულების ხელის შეშლის დანაშაულად გამოცხადებაზე, არის მორიგი ფარსი შეთავაზებული საზოგადოებისთვის, ვინაიდან ეს ქმედება არის დღესაც, მოქმედი კანონმდებლობით დასჯადი. უბრალოდ პრობლემა არის იმაში, რომ „ქართული ოცნება“ ხშირ შემთხვევაში, სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამის მუხლებს იყენებს მხოლოდ და მხოლოდ პოლიტიკური ბრალდებებისთვის,“ – აცხადებს ირაკლი აბესაძე.

„ქართული ოცნებისთვის“ გიორგი მარგველაშვილის კრიტიკის მიზეზი სანდრო გირგვლიანის საქმეზე გაკეთებული განცხადებები გახდა. ამის გამო უმრავლესობა გეგმავს, გაამკაცროს პასუხისმგებლობა მართლმსაჯულების განხორციელების ხელის შეშლის მოტივით.

მამუკა მდინარაძემ თქვა, რომ მაღალი თანამდებობის პირები, ვინც მართლმსაჯულების განხორციელებას ხელს შეუშლის, ციხეში უფრო მკაცრი სასჯელით მოხვდებიან.

კომენტარები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Seo wordpress plugin by www.seowizard.org.