საფრანგეთში ელჩს ვერ ნიშნავთ და კოსმოსის მილიტარიზაციაზე აპირებთ ფოკუსირებას – ბოკერია ზალკალიანს

“ევროპული საქართველოს” ერთ ერთი ლიდერი გიგა ბოკერია დაინტერესდა, რატომ ვერ მოახერხა საქართველომ 8 თვის განმავლობაში საფრანგეთში ელჩის დანიშვნა. ამ კითხვით ბოკერიამ საგარეო საქმეთა მინისტრს გაერთიანებული კომიტეტების სხდომაზე მიმართა, სადაც ზალკალიანმა 2019-2022 წლების საქართველოს საგარეო პოლიტიკის სტრატეგია წარადგინა.

“ელჩი არ გვყავს დიდი ხანია, ვაღიარებ. კანდიდატურასთან დაკავშირებით გვსურდა, რომ იყოს ძალიან კვალიფიციური კანდიდატი… ხდება ხოლმე” – თქვა დავით ზალკალიანმა.

გიგა ბოკერიამ ხაზი გაუსვა, რომ საფრანგეთამდე საქართველომ წელიწადნახევრის განმავლობაში ვერ დანიშნა ელჩი შვედეთში.

“საფრანგეთში ელჩს ვერ ნიშნავთ და ამ დოკუმენტში გიწერიათ, რომ კოსმოსის აქტიურ მილიტარიზაციაზე აპირებთ ფოკუსირებას. მანდ რას აპირებთ, მაინტერესებს. ელჩს რომ დანიშნავთ 8 თვის შემდეგ, მერე მობრძანდით და მოგვახსენეთ კოსმოსის მილიტარიზაციის გეგმების შესახებ” – მიმართა ბოკერიამ ზალკალიანს.

კომენტარები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Seo wordpress plugin by www.seowizard.org.