“საფრთხე რუსეთის სანქციებში კი არა, თვითონ ქართულ ეკონომიკაშია” – დემურ გიორხელიძე

“რუსეთი უკანასკნელი ორი წელია ერთ-ერთი მთავარი ქვეყანაა საქართველოს ექსპორტ-იმპორტის თვალსაზრისით, მაგრამ ყველაზე ცუდი ვარიანტიც რომ წარმოვიდგინოთ, სრული ემბარგო, ეს მაინც ვერ დააქცევს ისედაც დაქცეულ ქართულ ეკონომიკას. ცხადია, იქნება დანაკარგები, მაგრამ უნდა მოიძებნოს გზები პრობლემის დასაძლევად” – ასე ეხმაურება ექსპერტი და ანალიტსიკოსი დემურ გიორხელიძე რუსეთის მხრიდან არსებულ და მოსალოდნელ სანქციებს.

“რეზონანსი”: ბოლო მოვლენების ფონზე რუსი ჩინოვნიკების მხრიდან ახალი მუქარები გაისმის, რაიმე განსაკუთრებულ ნეგატიურ შედეგებს ხომ არ უნდა ველოდეთ?

დემურ გიორხელიძე: რაღაც აპოკალიფსური წარმოდგენები რუსების მიერ დაწესებული შეზღუდვების გამო, სწორი არ იქნება, და არც რაიმე განსაკუთრებული ნეგატიური შედეგია მოსალოდნელი. ცხადია, დანაკარგები იქნება, მაგრამ,ამის დარმატიზირება არ შეიძლება. რუსეთი უკანასკნელი ორი წელია, ერთ-ერთი მთავარი ქვეყანაა საქართველოს ექსპორტ-იმპორტის თვალსაზრისით, მაგრამ ყველაზე ცუდი ვარიანტიც რომ წარმოვიდგინოთ, სრული ემბარგო, ეს მაინც ვერ დააქცევს, ისედაც დაქცეულ ქართულ ეკონომიკას. ჩვენ ხომ ბოლო 25 წელიწადში თვითონ დავკარგეთ მიდიარდები და დავაზიანეთ ჩვენი ქვეყანა.

რა თქმა უნდა, იქნება დანაკარგები, მაგრამ უნდა მოიძებნოს გზები. მოხდეს დაზარალებული ფირმების და ფიზიკური პირების ვალდებულებების დესტრუქტურიზაცია. მთავარი კი მაინც ის არის, რომ პოლიტიკა უნდა გააქტიურდეს პრობლემის გადასაწყვეტად, რადგან არ შეიძლება მთელი პოლიტიკური სპექტრი დამანგრეველი პარანოიის საზღვრებეში მოქმედებდეს და თანაც იმედი ჰქონდეს, რომ მის მაგივრად სხვა გადაჭრის პრობლემებს.

“რ”: ჩაგეკითხებით, შესაძლო სანქციების პირობებში, რამდენად დაზარალდება ქართული ეკონომიკა?

დ.გ: საფრთხე, რუსეთის სანქციები არ არის, საფრთხე თავად ქართულ ეკონომიკაშია. გვაქვს ორი პრობლემა: ქვეყნის შიგნით უზარმაზარი გამოუყენებელი რესურსი, მატერიალური, ფულადი და ადამიანური. ასევე ქართული ეკონომიკა ოლიგოპოლიების ხელშია, რასაც 25 წელია ხელისუფლება ქმნის და მფარველობს. შედეგად კი მთელი ეკონომიკის 2/3 ჩრდილში წავიდა. ამიტომ არის შეუსაბამობა, ერთი მხრივ, ადამიანის ოფიციალურ შემოსავლებსა და ოფიციალურ დავალიენებებს შორის; ოფიციალურად კი გამოდის, რომ ადამიანები იმიტომ მუშაობენ, რომ დავალიანებები დაფარონ. აი, აქ არის სწორედ მთავრობის უდიდესი პრობლემა, როცა რეალობაზე წარმოდგენა არ გაქვს, გადაწყვტილებაც სწორი ვერ იქნება. შეიძლება ხალხი არ მუშაობდეს, ეკონომიკური სივრცე ოლიგოპოლიებს ჰქონდეთ ხელში ჩაგდებული, მცირე და საშუალო ბიზნესი სულს ღაფავდეს და წარმატება გინდოდეს?

წლები გადის და არაფერი იწარმოება, მხოლოდ ღვინით მსოფლიო ბაზრის ათვისება, ტურიზმის, როგორც ეკონომიკის მამოძრავლებლად წარმოდგენა შეიძლება სწორი შეხედულებებია და ქართულ ეკონომიკას სტაბილურს ხდის, მაგრამ ქვედა დონეზე ტოვებს. 10 წელიწადში ტექნოლოგიური წყაროები იცვლება, რაც ახალი რევოლუციაა და საქართველო თავის დანგრეული განათლების სისტემით, მეცნიერებით, უდიდესი საფრთხის წინაშე დგას, რუსეთის საფრთხე კი ამასთან შედერებით მოგონილია. ამიტომ განვთიარება თუ გინდა, უნდა იცოდე მეზობლებთან როგორ დაალაგო გონივრული ურთიერთობები და ღრმად მოახდინო კოოპერაცია ცივილიზებულ სამყაროსთან.

“რ”: შეძლებს ხელისუთლება ქვეყნის ამ სიტუაციიდან გამოყვანას?

დ.გ: “ოცნება” მიდის თავისი ლოგიკური დასასრულისკენ. რა თქმა უნდა პრობლემებს გაუზრდის სანქციებიც; ამიტომ ხელისუფლებამ უნდა გააკეთოს ის, რაც ამ 6 წლის განმავლობაში უნდა გაეკეთებინა. ის, რაც ანვითარებს ეკონომიკას, ინსტიტუტებს, ზრდის ხელისუფლების ორგანოების პასუხისმგებლობას და გამჭვირვალე ანაგარიშვალდებულებებს, კონტროლის მექანიზმებს, აგვარებს საშინო და საგარეო პრობლემებს საკუთარი მცდელობის და მეგობარი ქვეყნების დახმარებით. ეს არის პოლიტიკა, რომელიც იძლევა შედეგს. სხვა ყველაფერი არის დემაგოგია, რომელმაც დღეს მთლიანად მოიცვა ქართული პოლიტიკური სპექტრი.

ია აბულაშვილი

resonancedaily.com

კომენტარები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Seo wordpress plugin by www.seowizard.org.