საქართველომ და უკრაინამ შესაძლოა ერთმანეთის მართვის მოწმობები აღიარონ

უკრაინის შს მინისტრ არსენ ავაკოვსა და უკრაინაში საქართველოს ელჩს გელა დუმბაძეს შორის გამართულ შეხვედრაზე მხარეებმა მართვის მოწმობების ურთიერთაღიარებაზე ისაუბრეს. ინფორმაციას 1tv ავრცელებს.

“ჩვენმა მეგობარმა ერებმა სირთულეები ერთად უნდა გადალახონ. უკრაინისა და საქართველოს სამართალდამცველი ორგანოების ეფექტური მუშაობა ორივე ქვეყნის მოქალაქეების მიერ უდავოდ დადებითად იქნება აღნიშნული“, – განაცხადა ავაკოვმა.

უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრმა ასევე აღნიშნა, რომ ამჟამად თანამშრომლობის პრიორიტეტული მიმართულება მართვის მოწმობების აღიარებასთან ერთად არის ტრანსსასაზღვრო დანაშაულთან ეფექტური ბრძოლისთვის ურთიერთქმედების მექანიზმების ოპტიმიზაცია.

კომენტარები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Seo wordpress plugin by www.seowizard.org.