,,საქართველოს თავს მოაჯდა მაფია…კალაძისგან ველოდები განმარტებებს, რომ გაიტრუნა და ხმას არ იღებს, ეგრე სადაა“

თბილისის მერობის კანდიდატის ალეკო ელისაშვილის განცხადებით, მერიის მიერ ლევან გაჩეჩილაძისთვის გადარიცხული 30 ათასი ლარის ფაქტი მიუღებელია იმ ფონზე, როდესაც ათასობით და ათიათასობით თბილისელი მსგავს დახმარებას ითხოვს და ხშირ შემთხვევაში 100 და 150 ლარზე მუნიციპალიტეტი უარს ეუბნება.

ელისაშვილი აცხადებს, რომ ოფიციალურად დეკლარირებული მილიონერისთვის დახმარების გადარიცხვაზე ის კალაძისგან განმარტებას ელოდება.

მისივე თქმით, ,,საქართველოს თავს მოაჯდა მაფია“ და ხალხი – ,,სულ ფეხებზე ჰკიდიათ“.

,,ასე იქცევა მაფია, როდესაც თავისიანებზე ზრუნავს და ხალხი საერთოდ არ ადარდებს. მივიღეთ ის რეალობა რომ ხალხი თავის პრობლემებიანად არავის არ აინტერესებს. კიდევ ერთხელ ვამბობ, რიგით მოქალაქეებს 100 ლარზე ეუბნებიან უარს. საქართველოს თავს მოაჯდა მაფია, რომელიც ძარცვავს და თავის გემოზე მოირგეს ქვეყანა. ხალხი კი ფეხებზე კიდიათ. კალაძისგან ველოდები განმარტებებს რომ გაიტრუნა და ხმას არ იღებს, ეგრე სადაა? გამოვიდეს და აგვიხსნას რატომ აძლევს მილიონერს 30 ათას ლარს?!,“- აცხადებს ელისაშვილი ,,რეზონანასთან“ საუბარში.

წყარო: pirveliradio.ge

comments

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Seo wordpress plugin by www.seowizard.org.