საქართველოს მაღაროებსა და შახტებში დაღუპულთა სტატისტიკა

2018 წლის გასულ სამ თვეში საწარმოო უბედური შემთხვევების შედეგად, (სხვადასხვა სფეროებში), ქვეყნის მასშტაბით, სამუშაო ადგილზე დაიღუპა 18 ადამიანი და მძიმედ დაშავდა 12. ამის შესახებ imedinews-ს პროფესიული კავშირების გაერთიანებაში უთხრეს.

პროფკავშირების ცნობით, 2017 წელს 41 დაიღუპა და 66 მძიმედ დაშავდა. აქედან მხოლოდ ტყიბულის მაღაროებში, გასულ 15 თვეში დაიღუპა 11 ადამიანი.

საქართველოს სახალხო დამცველის 2017 წლის ანგარიშის თანახმად, მხოლოდ 2017 წელს წარმოებაში მომხდარი უბედური შემთხვევის შედეგად დაიღუპა 47 და დაშავდა 106 ადამიანი.

ადამიანის უფლებათა სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის (EMC) მონაცემებით, 2011 წლიდან 2016 წლის ბოლომდე სამუშაო ადგილებზე 776 ადამიანი დაშავდა და 270 დაიღუპა.

შეგახსენებთ, რომ მინდელის შახტაში ტრაგედია 2017 წლის 9 მაისსაც მოხდა. მაშინ ბაგირის გაწყვეტის შედეგად 4 მეშახტე 400 მეტრის სიმაღლიდან გადავარდა. სამაშველო ოპერაცია 14 საათის განმავლობაში მიმდინარეობდა.

სწორედ ამ შემთხვევის შემდეგ მომზადდა შრომის უსაფრთხოებასთან დაკავშირებული კანონპროექტი, რომელიც თითქმის ერთწლიანი განხილვის შემდეგ, 2018 წლის 7 მარტს პარლამენტმა მიიღო. 

კომენტარები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Seo wordpress plugin by www.seowizard.org.