„საქართველოს მთავარი მტერი თვითონ ქართველია“

ისტორიკოსი გურამ ქართველიშვილი წერს:

„– საქართველოს მთავარი მტერი თვითონ ქართველია–
(წაიკითხეთ და ნუ გეწყინებათ, რადგან ეს სიმართლეა)

ანტიქართული ძალების და ქართველების ინტერესები ერთ რამეში ზედმიწევნით დაემთხვა ერთმანეთს და ეს არის ფული. ჩვენი ამოგდების ავტორები დიდ ფულს ხარჯავენ საქართველოში ქართული ელემენტის მოსასპობად, შემოყავთ აზიელები, გვთავაზობენ ანტისახელმწიფოებრივი კანონების მიღებას, მიწების გაყიდვას, ტყეების გასხვისებას, განათლების გადამგვარებელ სისტემას, კულტურის უცხო ფასეულობებზე მორგებას და ყველაფერ ამაში ვითომ დახმარების მიზეზით ხარჯავენ დიდ თამხებს. ამ თანხების ზემოთ ჩამოთვლილი მიზნობრიობისთვის ეწყობა ტენდერები და ათასგვარი კონკურსები. ამ პროცესებში კი ისევ ქართველები ვართ ჩართულები და ჩვენვე ვასრულებთ მათ დაკვეთებს. ჩვენი საამშენებლო ბიზნესით დაკავებული ფირმები აშენებენ საცხოვრებელ სახლებს, რომლებსაც წარმატებით ყიდიან სახელმწიფოს მიერ ასე უხვად შემოყვანილ აზიელებზე და ვინ მოთვლის რამდენი ქართველი მოუძღვის ინვესტორის ნიღბით შეფუთულ ჩინელს, ინდოელს, თურქს, არაბს თუ ირანელს. რამდენი ჩვენგანი ითბობს ხელს მათ მიერ მოწოდებული ფულით… ასე მიდის წლები, ქართველი ტოვებს სოფელს, სახლდება თბილისში და შვილძირიანა გაურბის ქართულ ზნეჩვეულებებს, რადგან სახელმწიფო ანტიქართული ტენდენციების გამო, ქართველობა ხომ ჩამორჩენილობად მიიჩნევა. რაღა გავაგრძელო და ჩვენ ის ერი ვართ, რომელიც საკუთარი ქვეყნის გაყიდვით ვარსებობთ და ამაში ერთგვარად ვეჯიბრებით კიდეც ერთმანეთს…. ქართული საქმე კი ობოლი ბავშვივით გვაქვს გადაგდებული და უიშვიათესი და ისიც ღარიბი გამონაკლისის გარდა არავინ მესვეურობს მას. თვით ეკლესიაც კი არ იწუხებს თავს ქართული კულტურის და განათლების მფარველობისთვის… იქ ხომ სახარება ვეფხისტყაოსნის გარეშე განიხილება. არადა საუკუნეები ატარა ქართველი, უმძიმეს ეპოქებში სახარებასთან ერთად ვეფხისტყაოსანის კულტურამ. ვართ ქრისტეში, მაგრამ არ ვართ ქართველობაში….

უპატრონოდ დატოვებული ქართველობის შეგნება თვალს და ხელს შუა გვიკვდება მომავალ თაობებში. ისინი კი იმ მაგალითით იზრდებიან, რომ არ არსებობს ფასეულობა, რომელიც ფულზე მაღლა დგას… დღეს საქართველოში ქართველობას საკუთარი ჭერი არ აქვს და ის დახლზეა დადებული. დახლზე სადაც ყველაფერი იყიდება რასაც კრებითად სამშობლოს ეძახდნენ ჩვენი წინაპრები“.

“ალია”

comments

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Seo wordpress plugin by www.seowizard.org.