საქართველოს მთლიანი საგარეო ვალი 385.3 მილიონი დოლარით გაიზარდა

ეროვნული ბანკის ინფორმაციით, საქართველოს მთლიანმა საგარეო ვალმა, 2019 წლის 30 ივნისის მდგომარეობით 18.2 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა, რაც ბოლო ოთხი კვარტლის მშპ-ს 113.2 პროცენტია.

უწყების განმარტებით, 2019 წლის მეორე კვარტალში საქართველოს მთლიანი საგარეო ვალი 385.3 მლნ აშშ დოლარით გაიზარდა. აქედან, ოპერაციული ცვლილებების გამო 421.7 მლნ აშშ დოლარით, ფასის ცვლილებების გამო – 24.3 მლნ. აშშ დოლარით და სხვა ცვლილებების გამო – 8.8 მლნ აშშ დოლარით გაიზარდა. ამავდროულად, საკურსო ცვლილებების გამო ვალი 69.5 მლნ. აშშ დოლარით შემცირდა.

ეროვნული ბანკის მონაცემებით, სახელმწიფო საგარეო ვალმა შეადგინა 7.5 მლრდ აშშ დოლარი, რაც მშპ-ს 46.9 პროცენტია, აქედან  სამთავრობო სექტორის ვალია 5.4 მლრდ აშშ დოლარი, ეროვნული ბანკის ვალდებულებები – 415.5 მლნ აშშ დოლარი, ხოლო სახელმწიფო საწარმოების ობლიგაციები და სესხები, შესაბამისად, 826.4 მლნ აშშ დოლარი.

საბანკო სექტორის საგარეო ვალი 4.4 მლრდ აშშ დოლარზე ფიქსირდება. სხვა სექტორების საგარეო ვალი- 4.7 მლრდ აშშ დოლარი და კომპანიათაშორისო ვალმა – 3.3 მლრდ აშშ დოლარი. მთლიანი საგარეო ვალის 90.2 პროცენტი დენომინირებულია უცხოური ვალუტით.

საქართველოს წმინდა საგარეო ვალმა, 2019 წლის 30 ივნისის მდგომარეობით, 10.4 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა, რაც ბოლო ოთხი კვარტლის მშპ-ს 65.0 პროცენტია. აქედან, სახელმწიფო სექტორის წმინდა საგარეო ვალი 3.8 მლრდ აშშ დოლარია, რაც მშპ-ს 23.4 პროცენტია.

კომენტარები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Seo wordpress plugin by www.seowizard.org.