საქართველოს მოქალქეების გატაცება, მკვლელობები, გაზრდილი ბორდერიზაცია – ოპოზიცია დავით ზალკალიან პარლამენტში მწვავე კითხვებით ელის

პარლამენტში დღეს საგარეო საქმეთა მინისტრს საუბარი სისტემატურ გატაცებებსადა მცოცავ ოკუპაციაზე მოუწევს. დავით ზალკალიანს ევროპასთან ინტეგრაციისა და საგარეო ურთიერთობათა კომიტეტების ერთობლივ სხდომაზე მოუსმენენ. მინისტრი მომავალი 4 წლის საქართველოს საგარეო პოლიტიკის სტრატეგიასა და ევროინტეგრაციის საკითხებზე ანგარიშს წარმოადგენს. საუბარი იქნება ასევე მარტის დასაწყისში გამართულ ევროკავშირ-საქართველოს ასოცირების საბჭოს მეხუთე სხდომის შედეგებზე. მინისტრს ოპოზიცია მწვავე კითხვებით ხვდება – ხელისუფლების ოპონენტები ამტკიცებენ, რომ ქვეყნის საგარეო პოლიტიკა ჩიხშია შესული.

სალომე სამადაშვილი-ის სურათის შედეგი

“საგარეო პოლიტიკა არის შესული ჩიხში როგორც ევროინტეგრაციის და ევროატლანტიკური ინტეგრაციის, ასევე რუსეთთან ურთიერთობის თვალსაზრისით. აუცილებელი იყო დროულად რეაგირება ჩვენი მხრიდან იმისთვის, რომ რუსეთის საერთაშორისო სანქციების რეჟიმის კოტექსტშიდაწყებულიყო საუბარი სწორედ იმ დანაშაულზე რომელსაც რუსეთის საოკუპაციო რეჟიმი ჩადის ჩვენს ტერიტორიაზე, თუმცა საქართველოს დღევანდელ ხელისუფლებას არ აქვს არანაირი პოლიტიკური ნება,”-აცხზადებსბ სალომე სამადაშვილი.

საქართველოს მიერ რუსეთთან მიმართებაში არასწორი პოლიტიკის გატარებას უკავშირებს საოკუპაციო ხაზთან მიმდინარე მოვლენებს “ევროპული საქართველო.” სერგი კაპანაძის განცხადებით, საქართველოს საკითხი საერთაშორისო ლიდერების დონეზე აღარ განიხილება. 

სერგი კაპანაძე-ის სურათის შედეგი

“საქართველო აღარ მოიაზრება მთავარ საკითხად საგარეო პოლიტიკურ მოლაპარაკებებში, საქართველოს შესახებ არ საუბრობენ ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი ქვეყნების ლიდერები, როდესაც რუსეთს ელაპარაკებიან და ამას  მოყვება ყველაზე ცუდი შედეგი, რასაც ჩვენ ვხედავთ ყოველდღე – ეს არის გაზრდილი ბორდერიაცია, ეს არის რუსეთის კიდევ უფრო აგრესიული ქმედებები – ჩვენი მოქალქეების გატაცება, მათი მკვლელობები და ასე შემდეგ,” – აცხადებს სერგი კაპანაძე.

http://rustavi2.ge

კომენტარები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Seo wordpress plugin by www.seowizard.org.