საქართველოს მსოფლიოს პირველი რობოტი მოქალაქე სოფია ეწვევა

მიმდინარე წლის 17-19 ივლისს თბილისში დაგეგმილ “ღია მმართველობის პარტნიორობის” (OGP) სამიტზე დასასწრებად რობოტი სოფია საქართველოში ჩამოვა.

როგორც “აიპრესს” იუსტიციის სამინისტროში განუცხადეს, რობოტი სოფია გაეროს კეთილი ნების ელჩია და ის გაეროს ჩამოჰყავს.

რობოტი სოფია სპეციალურად ამ სამიტისთვის ჩამოდის. სოფია ერთ-ერთ სესიაზე მიიღებს მონაწილეობას.

რობოტი სოფია 2015 წელს Hanson Robotics-ის მიერ შეიქმნა. საზოგადოებას კი პირველად 2016 წელს წარუდგინეს. მას ადამიანის მსგავსი ვიზუალი და ქცევები აქვს. გამოხატავს ემოციას. ჰუმანოიდი სოფია საუდის არაბეთის მოქალაქე გახდა. ის პირველი რობოტია, რომელმაც მოქალაქეობა მიიღო.

 

comments

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Seo wordpress plugin by www.seowizard.org.