საქართველოს მხარდამჭერი რეზოლუცია – ირლანდიელი სენატორები საოკუპაციო ხაზთან მავთულხლართების გავლებას გმობენ

ირლანდიელი სენატორები საოკუპაციო ხაზთან მავთულხლართების გავლების გამო შეშფოთებას გამოთქვამენ. ირლანდიის სენატის მიერ მიღებული საქართველოს მხარდამჭერი რეზოლუციის პარალელურად, სენატორებმა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისადმი მხარდაჭერაც დააფიქსირეს და რუსეთის მხრიდან საქართველოს ტერიტორიების ოკუპაცია დაგმეს.

შეგახსენებთ, ირლანდიის სენატორმა გუშინ ერთხმად მიიღო საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდამჭერი რეზოლუცია.

სოფელ ატოცში კი რუსმა ოკუპანტებმა ახალი მავთულხლართების გავლება ორი დღის წინ დაიწყეს.

მოსახლეობის კუთვნილი დამუშავებული მიწა უკვე მიტაცებულია, 30 ჰექტარი საქართველოს მიერ არაკონტროლირებად ტერიტორიაზე აღმოჩნდა.

comments

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Seo wordpress plugin by www.seowizard.org.