“საქართველოს მხარდაჭერა უკრაინის მხარდაჭერას ნიშნავს” – პოროშენკო

უკრაინელებმა არ უნდა დავტოვოთ ჩვენი ქართველი ძმები გასაჭირში, საქართველოს მხარდაჭერა უკრაინის მხარდაჭერას ნიშნავს – ეს მიმართვა უკრაინის ყოფილმა პრეზიდენტმა “Facebook”-ის საკუთარ გვერდზე  გაავრცელა.

“ჩვენი პოლიტიკური პარტია სრულ სოლიდარობას უცხადებს ქართველ ხალხს, რომელიც ეწინააღმდეგება რუსულ იმპერიალიზმს და იბრძვის ოკუპაციის წინააღმდეგ. მოსკოვს უნდა კიდევ ერთხელ შეასუსტოს საქართველო ეკონომიკურად, საჰაერო კომუნიკაციების დაბლოკვითა და საქართველოს ტურიზმისთვის ზიანის მიყენებით. უკრაინელებმა არ უნდა დავტოვოთ ჩვენი ქართველი ძმები გასაჭირში. რა თქმა უნდა, მე მოვუწოდებ უკრაინელ ხალხს, რომ დაისვენონ უკრაინაში, მაგრამ მათ, ვინც აპირებდნენ სამოგზაუროდ საზღვარგარეთ ან ოკუპირებულ ყირიმში ჩასვლას, რეკომენდაციას ვაძლევ რომ გეზი საქართველოსკენ აიღონ. ძალიან მნიშვნელოვანია დავეხმაროთ მათ, ვინც როგორც ჩვენ, უამრავი წელია ებრძვის რუსულ აგრესიას. საქართველოს მხარდაჭერა უკრაინის მხარდაჭერას ნიშნავს,”- განაცხადა პოროშენკომ.

http://pirveliradio.ge

კომენტარები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Seo wordpress plugin by www.seowizard.org.