საქართველოს პარლამენტი უსაფრთხოების სფეროს კონტროლზე რჩევებს ამერიკელებისგან მიიღებს

საქართველოში ვიზიტს იწყებს აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატის კომისიის, „პარტნიორობა დემოკრატიისთვის“ დელეგაცია. ამის შესახებ რადიო თავისუფლება წერს.

ორდღიანი ვიზიტისას დელეგაციის წევრები შეხვდებიან საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს, კომიტეტების ხელმძღვანელებს და საპარლამენტო უმრავლესობის და ოპოზიციის წარმომადგენლებს.

პარლამენტის ინფორმაციით, წარმომადგენელთა პალატის კომისიის დელეგაციის ვიზიტის მიზანია საქართველოს საკანონმდებლო ორგანოსთვის კონსულტაციებისა და რეკომენდაციების გაწევა უსაფრთხოების სფეროს საპარლამენტო კონტროლის საკითხებზე.

დელეგაციის შემადგენლობაში არიან აშშ-ის კონგრესის ეთიკის ოფისის სამეთვალყურეო საბჭოს, ადმინისტრაციის, თავდაცვის სამინისტროს და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები. დელეგაცია საქართველოში მოიწვია პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ.

კომენტარები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Seo wordpress plugin by www.seowizard.org.