საქართველოს საგარეო ვალი 18.2 მილიარდ დოლარამდე გაიზარდა, რაც ჩვენი ქვეყნის 4 წლის ბიუჯეტზე მეტია

უკიდურესი სიღარიბის პარალელურად, ქართული ოცნების ხელისუფლება საგარეო ვალს რეკორდულად ზრდის, რომლის გადახდა არა ივანიშვილს, არამედ, თითოეულ ჩვენგანს უწევს.

მაგალითად: საქართველოს ეროვნული ბანკის მონაცემებით, მხოლოდ 2019 წლის მეორე კვარტალში, მთლიანი საგარეო ვალი 385 მილიონი აშშ დოლარით გაიზარდა. 

ეს კი იმას ნიშნავს რომ ჯამში, ჩვენი ქვეყნის მთლიანმა საგარეო ვალმა, ეროვნული ბანკის განცხადებით, 2019 წლის ივნისის მდგომარეობით, 18.2 მილიარდი აშშ დოლარი  შეადგინა.

18.2 მილიარდი დოლარი ეროვნულ ვალუტაში კურსით 3.0, 54.6 მილიარდია, რაც შედარებისათვის, საქართველოს 4 წლის მთლიან ბიუჯეტზე მეტია (2018 წლის ბიუჯეტი 12 364 500 000 ლარია).

ივანიშვილის ხელისუფლების პირობებში, გაიზარდა როგორც საგარეო ვალი, ისე უმუშევრობა და სიღარიბეც. გაძვირდა პირველადი მოხმარების  პროდუქტები, მედიკამენტები და საწვავი. რეკორდულად გაუფასურდა ეროვნული ვალუტაც.

P.S: ეროვნული ბანკის მონაცემებით, 2012 წლის 31 მარტის მდგომარეობით ანუ ქართული ოცნების ხელისუფლებაში მოსვლამდე, საქართველოს საგარეო ვალი 11.4 მილიარდი დოლარი (იმდროინდელი კურსით, 18.9 მილიარდი ლარი იყო).

https://presa.ge

კომენტარები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Seo wordpress plugin by www.seowizard.org.