საქართველოს უნდა მიენიჭოს MAP-ი. რუსეთი აქვეა და ეს შეიძლება სახიფათო იყოს – ბრაიზა

“ატლანტიკური საბჭოს” უფროსი მკვლევარი მეთიუ ბრაიზიას ფიქრობს რომ საქართველომ უნდა მიიღოს MAP-ი, რადგანაც რუსეთი ძალიან სახიფათოა:

“საქართველოს უნდა მიენიჭოს MAP-ი. რუსეთი აქვეა და ეს შეიძლება სახიფათო იყოს, მაგრამ რუსეთი ახლა რთულ ვითარებაშია სირიაში, მისი ეკონომიკა მძიმე მდგომარეობაშია, სანქციები მოქმედებს. ვთვლი, რომ საქართველომ ახლა უნდა მიიღოს MAP-ი. ნატო უნდა იყოს ძლიერი და თქვას: – უკაცრავად, შენ შეიჭერი უკრაინაში, მოახდინე ყირიმის ანექსია, შეიჭერი საქართველოში, დაიკავე სამხრეთ ოსეთი და აფხაზეთი. ჩვენ მივიღეთ გაკვეთილი და მკაფიოდ გეუბნებით – მეტს აღარ დავუშვებთ!”- განაცხადა ბრაიზამ.

კომენტარები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Seo wordpress plugin by www.seowizard.org.