საქართველოს წყალბურთელთა ეროვნული ნაკრებმა ისრაელის ნაკრები 12:1 დაამარცხა

საქართველოს წყალბურთელთა ეროვნული ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის პლეიოფის პირველ შეხვედრაში ისრაელის ნაკრები 12:1 დაამარცხა. მატჩი სპორტკოპლექს ოლიმპიკის აუზზე გაიმართა.

“იმედის” ინდორმაციით, შეხვედრა ქართველი წყალბურთელების უპირატესობით დაიწყო და პირველი ნახევარი მასპინძლებმა 7:0 მოიგეს. მეორე ტაიმშიც ჩვენი სპორტსმენები დიდ უპირატესობას ფლობდნენ და მეტოქეს 5 გოლი გაუტანეს, თავად კი მხოლოდ ერთი გაუშვეს.

პლეიოფის გამარჯვებული ნაკრები ივნისში ბარსელობაში 2018 წლის ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე ითამაშებს.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს წყალბურთელთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე მონაწილეობა უკვე ორჯერ, 2014 და 2016 წლებში მიიღო. საპასუხო შეხვედრა ისრაელში 3 მარტს გაიმართება.

comments

ვაკო კუპრაშვილი

საინფორმაციო ანალიტიკური სააგენტო "INFO NEWS"-ის ჟურნალისტი

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Seo wordpress plugin by www.seowizard.org.