საქართველოს 1938 წლის რუკა და დავით-გარეჯის საკითხი (რუკები, დოკუმენტები)

1936 და 1939 წლებ­ში მე­ექ­ვსე კარ­ტოგ­რა­ფი­ულ ფაბ­რი­კა­ში სა­კავ­ში­რო კარტოგრაფიულ ტრეს­ტში რუ­სე­თის საბ­ჭო­თა ფე­დე­რა­ცი­უ­ლი სო­ცი­ა­ლის­ტუ­რი რესპუბლი­კის ცენტრალური ორ­გა­ნოს, ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­ხალ­ხო კომისარი­ა­ტის მიერ 1932-33 წლე­ბის აგეგ­მვის მი­ხედ­ვით შედგენილ იქნა საქართველოს რუკები. 1936 წელს შედგენილი რუკა გაცილე­ბით დე­ტა­ლუ­რია და მისი მასშტაბია 1:200 000, რაც იმას გულის­ხმობს, რომ 1 სმ-ს 2 კი­ლო­მეტ­რი შე­ე­სა­ბა­მე­ბა. უკვე მოგ­ვი­ა­ნე­ბით 39 წელს ნაკლებად დე­ტა­ლუ­რი 1:500 000 მას­შტა­ბის რუკა შე­იქ­მნა. „ის 5-ათა­სი­ა­ნი ტი­რა­ჟით გამო­ვი­და, რუ­კის ტექ­ნი­კუ­რი რედაქ­ტო­რე­ბი კი სი­ნილ­ნი­კო­ვი ბ.ე. და რუ­დენ­კო ს.ს. იყვნენ – რო­გორც ხე­დავთ, ქართული გვა­რი და­ფიქ­სი­რე­ბუ­ლი საერთოდ არ არის. რუკა და­ბეჭ­დი­ლია სსრ კავ­ში­რის მინისტრთა საბ­ჭოს­თან არ­სე­ბუ­ლი გე­ო­დე­ზი­ი­სა და კარტოგრაფიის მთა­ვა­რი სამმართველოს თბი­ლი­სის მერ­ვე კარ­ტოგ­რა­ფი­ულ ფაბ­რი­კა­ში. ადმინის­ტრა­ცი­უ­ლი საზღვრები მოცე­მუ­ლია 1938 წლის მო­ნა­ცე­მე­ბით. ამ დეტალუ­რი რუკის მი­ხედ­ვით, კომპლექ­სი მთლი­ა­ნად მოქცე­უ­ლია საქართველოს ტე­რი­ტო­რი­ა­ზე. კომ­პლექ­სი კი არა, მთა უდაბ­ნოს მიღ­მა და­ახ­ლო­ე­ბით 200 ჰექ­ტარ­ზე მეტი ტერიტორი­აც ჩვენ გვე­კუთ­ვნის“ (თ. გორდეზიანი).
     აზერ­ბა­ი­ჯა­ნე­ლებს და­ვით გა­რე­ჯის პრობ­ლე­მის გა­დწყვეტა 1945 და 1963 წლებ­ში შედ­გე­ნი­ლი რუ­კის სა­ფუძ­ველ­ზე სურთ. აღ­ნიშ­ნუ­ლი რუ­კე­ბიც სა­ხელ­მწი­ფო გამომცემლობაა, თუმ­ცა მას­შტა­ბი კი­დევ უფრო დე­ტა­ლუ­რია – 1:100 000. აღნიშ­ნუ­ლი რუკე­ბის მი­ხედ­ვით, სა­და­ვო ტერიტო­რი­ა­ზე საზღვა­რი პირ­და­პირ მთის წვერ­ზე გადადის, რაც იმას ნიშნავს, რომ უდაბ­ნოს მო­ნას­ტე­რი მე­ზო­ბე­ლი ქვეყ­ნის კონტრო­ლი­რე­ბად ტერიტო­რი­ებ­ზე ხვდება. თუმ­ცა აქვე არის ერთი პრობ­ლე­მა – ამა­ვე რუ­კე­ბის მი­ხედ­ვით, წითე­ლი ხიდი, რო­მე­ლიც ამ­ჟა­მად ორი­ვე ქვეყ­ნის კონტროლს ექვემდებარება, მთლი­ა­ნად სა­ქარ­თვე­ლოს ტერი­ტო­რი­ა­ზე ხვდე­ბა, რადგან ამ რუკებით სა­ზღვა­რი ხი­დის სამ­ხრეთ კი­დეს­თან გა­დი­ს, მერე ხრამს მი­უყ­ვე­ბა და შემ­დეგ ჩრდი­ლო­ე­თით ამო­დი­ს.

საქართველო-აზერბაიჯანის საზღვრის ტოპოგრაფიული რუკები

ავტორი: ucha 

https://umurgulia82.blogspot.com

კომენტარები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Seo wordpress plugin by www.seowizard.org.