საქართველოში დემოკრატიის ხარისხი გაუარესდა – IDFI

ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI) აცხადებს, რომ საერთაშორისო ორგანიზაცია V-DEM-ის მონაცემებით საქართველოში დემოკრატიის ხარისხი გაუარესდა. IDFI-ს ინფორმაციით, მონაცემთა ანალიზმა აჩვენა ის მიმართულებები, რომლებმაც გაუარესება განიცადეს. მათ შორისაა:

  • მიმდინარე პროცესებში სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობა;
  • კანონის წინაშე თანასწორობა;
  • სასამართლოს ანგარიშვალდებულება;
  • სამოქალაქო საზოგადოებრივი ორგანიზაციების რეპრესიები.

IDFI-ს განცხადებით, არის ისეთი მიმართულებებიც, რომლებშიც წინა წელთან შედარებით პროგრესი შეინიშნება. მათ შორისაა: ადგილობრივი თვითმმართველობის, მართლმსაჯულებაზე ხელმისაწვდომობის, ზედა ინსტანციის სასამართლოების დამოუკიდებლობის ინდექსები.

V-DEM მონაცემების მიხედვით, საქართველოში დემოკრატიის მაღალი დონის ინდექსებმა 2018 წელს, 2017 წელთან შედარებით მცირე ცვლილებები განიცადეს. კერძოდ, მცირედით გაიზარდა არჩევითი დემოკრატიის (0.668-დან 0.676-მდე), ლიბერალური დემოკრატიის (0.511-დან 0.53-მდე) და თანაბარზომიერების (0.571-დან 0.575-მდე) ინდექსები. IDFI-ს განმარტებით, მცირედით შემცირება და შესაბამისად ვითარების გაუარესება შეინიშნება ინდივიდუალური ჩართულობის დემოკრატიისა (0.387-დან 0.385-მდე) და დელიბერატიული დემოკრატიის (0.55-დან 0.548-მდე) მაკრო-ინდექსებში.

კომენტარები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Seo wordpress plugin by www.seowizard.org.