” საქართველოში პენსია უნდა იყოს მინიმუმ ეგრევე ორჯერ მეტი!” – სააკაშვილი

საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში ვიდეო მიმართვას აქვეყნებს, სადაც პენსიის 20 ლარით მომატებას ეხმაურება”

“დღეს ივანიშვილის ხელისუფლებამ გამოაცხადა, რომ პენსია იზრდება 220-ლარამდე, 220 ლარი ეს არის 76 აშშ დოლარი.
ამაზე ცოტათი მეტი იყო პენსია მაშინდელი კურსით 2012 წელს, ესეიგი 2012 წლის შემდეგ პენსია არამხოლოდ არ გაზრდილა არამედ
ფასების გათვალისწინებით რეალური პენსია ხალხს მკვეთრად შეუმცირდა.
ამას ჰქვია არა წინსვლა, არამედ , უკუსვლა!
ხალხთან სათითურების თამაში უნდა მორჩეს და საქართველოში პენსია უნდა იყოს მინიმუმ ეგრევე ორჯერ-სამჯერ მეტი!” – ამბობს სააკაშვილი.

ავტორი: გურიის მოამბე

კომენტარები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Seo wordpress plugin by www.seowizard.org.