საქართველოში საარსებო მინიმუმი გაიზარდა

თებერვალში საქართველოში საარსებო მინიმუმი გაიზარდა და შრომისუნარიანი ასაკის მამაკაცის საარსებო მინიმუმმა 168 ლარი და 10 თეთრი შეადგინა, რაც იანვართან შედარებით, 1,8 ლარით გაზრდლი მაჩვენებელია. ინფორმაციას საქსტატი აქვეყნებს

საშუალო მომხმარებლის საარსებო მინიმუმი 148 ლარი და 90 თეთრია, ხოლო საშუალო ოჯახის საარსებო მინიმუმი –  282 ლარს და 10 თეთრს შეადგენს.

რაც შეეხება ოჯახის ტიპებს, – ორსულიანი ოჯახის საარსებო მინიმუმი 238 ლარია, სამსულიანის 268 ლარი, ოთხსულიანის კი 297 ლარი.

comments

ვაკო კუპრაშვილი

საინფორმაციო ანალიტიკური სააგენტო "INFO NEWS"-ის ჟურნალისტი

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Seo wordpress plugin by www.seowizard.org.