“საქართველოში საპრეზიდენტო არჩევნებმა დარღვევებით ჩაიარა” – ამერიკული გამოცემა National Interest

ამერიკული გამოცემა National Interest საქართველოს საპრეზიდენტო არჩვენებს სტატიას უძღვნის. გავლენიანი გამოცემა წერს, რომ საქართველომ დემოკრატიის მშენებლობის მიმართულებით პროგრესს მიაღწია, თუმცა ქვეყანაში საპრეზიდენტო არჩევნების ბოლო ტურმა დარღვევებით ჩაიარა.

სტატიაში ნახსენებია ანგარიშები, სადაც საერთაშორისო დამკვირვებლები ადმინისტრაციული რესურსების ბოროტად გამოყენებას, სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებზე თავდასხმას და სხვა დარღვევებს აღწერენ.

“გამარჯვება მოიპოვა ყოფილმა საგარეო საქმეთა მინისტრმა, სალომე ზურაბიშვილმა, რომელიც კენჭს იყრიდა, როგორც დამოუკიდებელი კანდიდატი, მაგრამ, ფაქტობრივად, მმართველი პარტია “ქართული ოცნების” და მისი ლიდერის, ბიძინა ივანიშვილის მედროშე იყო” – აღნიშნავს სტატიის ავტორი.

ავტორის აზრით, ქართული დემოკრატიის მომავალი დიდი გამოწვევა 2020 წელს თავისუფალი და სამართლიანი საპარლამენტო არჩევნების ჩატარება იქნება.

კომენტარები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Seo wordpress plugin by www.seowizard.org.